Monday, June 17, 2019

გასართობ შემეცნებითი სასწავლო ექსკურსია/ ისტორიული თრიალეთი

გასართობ-შემეცნებითი სასწავლო ექსკურსია/გასვლითი გაკვეთილი
გეგმა


თემა : საქართველო ისტორიული პროვინციების_ თრიალეთის ბუნებრივი და ანთროპოგენული ძგლების მონახულება, გაცნობა.
გასვლითი გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა მოინახულონ და გაიცნონ თეორიულად შესწავლილი ისტორიული მხარე თრიალეთი.  გაიცნონ ტერიტორიის ანთროპოგენული და ბუნების ძეგლები,  დაცული ტერიტორიების ზონა და შეაფასონ თითოეული მათგანის  ტურისტული პოტენციალი, მათ მნიშვნელობას ქვეყნისთვის. ასევე გაიცნონ გაუკაცრიელებული მიტოვებული სოფლის არსი.
აქტივობები: 1. ბერთას სამონასტრო კომპლექსის მონახულება /მოლოცვა (წალკა)( მოსწავლეები გაეცნობიან სოფელ ოლიანგს. ის დასახლებული იყო ბერძნებით, ამჟამად დაცარიელებული და გაუკაცრიელებულია.
2. დაშბაშის კანიონის დალაშქვრა ( საფეხმავლო ტური) 
3. მინი ლექცია (მოსწავლეები ბუნების უნიკალური ძეგლის კანიონის შესახებ, მოისმენენ ინფორმაციას. გაეცნობიან მის დატვირთვას და ტურისტულ პოტენციალს)
3. შესვენება დაშბაშის კანიონზე (კვება)
4. დაბრუნება საწყის ადგილზე


მარშუტის ხანგრძლივობა: 1 დღე (12 ივნისი/2019წელი)
მონაწილე კლასი:10 1
ორგანიზატორი: კლასის დამრიგებელი  ლუიზა მგელაძე
                               გეოგრაფი: მირანდა ფორჩხიძე
ტრანსპორტით გასავლელი მანძილი: 260 კმ.
ფეხით გასავლელი მანძილი: 3 კმ

ლოკაციის ადგილის მიმოხილვა:
1.    ბერთა მონასტერი
სამი მღვდელმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი — მონასტერი საქართველოშიწალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლიანგში მდებარეობ.ოლიანი წარმოადგენს ბერძნულ სოფელს. სადაც ამჟამად დაცარიელებული და გაუკაცრიელებულია ტერიტორია.  თბილისიდან დაშორებულია 13კილომეტრით.
მონასტერი თარიღდება VI-VII საუკუნეებით. XIX საუკუნეში ეკლესია აღდგენილ იქნა პონტოელი ბერძნების მიერამჟამინდელი მართლმადიდებლური მონასტერისაქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით 2004 წელს დაარსდამონასტერში ცხოვრობს 6 ბერიმონასტრის დაარსებიდან 2013-წლამდე მონასტრის წინამძღოლი იყო არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), რომლის სახელსაც უკავშირდებაამ მონასტრის აღორძინებახოლო ამჟამინდელი წინამძღვარია იღუმენი ნიკოლოზი (გვარლიანი).

სტავროპიგია სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ჯვარის დამყარებასაღმართვასჩვეულებრივეს სიტყვა სხვა მნიშვნელობით გამოიყენება (რომელიც მცირედ უახლოვდება პირდაპირ მნიშვნელობას). ჯვარი აღემართება ხოლმე ნებისმიერი ეკლესიის დაფუძნებისას (საფუძვლის ჩაყრისას), მაგრამ ეს განსაკუთრებული ჯვართ-აღმართვა ტაძარსა თუ მონასტერთანრაც პატრიარქისა ან უწმიდესი სინოდის მითითებით ხდებანიშანია იმისარომ ეს ტაძარი თუ მონასტერი ამაღლებულია იმ ეპარქიის მღვდელმთავრის გამგებლობიდან და პატრიარქისა თუ სინოდის უშუალო დაქვემდებარებაში გადადისამიტომ ასეთ ტაძრებსა თუ მონასტრებს ეწოდება სტავროპიგიალურისაქართველოში ასეთიამაგალითადღირსი დავით გარეჯელის სავანე.





2.დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდქციის (ხრამისმიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზევულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობასკანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარითხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობათვალწარმტაცი ჩანჩქერებისრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატითთავისებური ფაუნით და .. კლდეზე ფარდასავით მოედინება წყალი და ულამაზეს სანახაობას ქმნის. აქვე არის როგორც ბუნებრივიისე ადამიანის მიერ გამოკვეთილი გამოქვაბულები
მდებარეობაწალკის მუნიციპალიტეტიმდხრამის (ქციახეობასოფდაშბაშის მიდამოები ჭოჭიანის ლავურ პლატოზეზღვის დონიდან 1500 მეტრზე
ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია წალკათბილისიდან წალკა დაშორებულია 88 კმ-ითხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;
წალკა - სოფდაშბაში - 3,8 კმხანგრძლივობა - 15 წთ; კანიონამდე დამატებით 10 წთ.

კანიონი ექვემდებარება ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.

შენიშვნა:
კანიონში გადაადგილებისას მდინარის კვეთა არ არის საჭიროშესაბამისად არ გვესაჭიროება სპეციალური აღჭურვილობა.


გასათვალისწინებელი პირობები
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! 
ასევე აკრძალულია მოწევა 
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისათუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს 
ყველა ერთად ვქმომედებთ გუნდურად
ვემორჩილებით ორგანიზატორს!
























1 comment:

  1. ბუნების უნიკალური ქმნილება- დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი.
    ყველაზე წმინდა და მადლიანი ადგილი-ბერთა.

    ReplyDelete