Sunday, June 30, 2019

ჩამი ბლოგის შეფასება

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSegxSsTbr0Tu2pOavX9RKeeGQMHMn38Cl3LNIW02K3WYItyog/viewform?usp=sf_link

Sunday, June 23, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა/ მირანდა ფორჩხიძე

https://drive.google.com/file/d/104hqI2dklq7nkH1CaOioDSbdDB40i5zl/view?usp=sharing

სტუდენტის კონსულტირება



შ.პ. ს.  კერძო სკოლა ,,ოქროს აკვანის“  დირექტორს
.-  მ. მიქაძეს. ამავე  სკოლის
უფროსი მასწავლებლის მირანდა ფორჩხიძის
                                   სტუდენტის  კონსულტირების  ანგარიში
                 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 2018-2019 სასწავლო წლის  პირველი სემესტრის განმავლობაში, სკოლაში მომამაგრეს  სტუდენტი: მაია ჩიკვაიძე პედაგოგიური პრაქტიკის გასავლელად.
                გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, შევიმუშავეთ სამუშაო ვიზიტების და ფოკუსირებული დაკვირვების განრიგი. შესაბამისად, მაია ჩიკვაიძე  აქტიურად ჩაერთო სასკოლო ცხოვრებაში.
      სტუდენტი ესწრებოდა გაკვეთილებს  სწავლების საბაზო-საშუალო საფეხურზე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაკვეთილების დაგეგმვაში, შეისწავლა მოსწავლე-  პედაგოგიური და ფსიქოლოგიური კუთხით , სტუდენტმა აწარმოა ფოკუსირებული დაკვირვება  სხვადასხვა საკითხის განხილვის და შესწავლის მიზნით. პარალელურად  აწარმოებდა პედაგოგიური პრაქტიკის დღიურს, რის საფუძველზეც წარმოადგინა პორტფოლიო.

სტუდენტმა განახორციელა რამდენიმე შეხვედრა და დაკვირვება. თითოეული შეხვედრის მიზანი იყო  სტუდენტს კონკრეტული მიმართულებით განეხორციელებინა დასწრება/დაკვირვება და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კიხვარის შევსება.  წინასწარ შევიმუშავეთ კლასები და გაკვეთილის თემები ფოკუსირებიდან გამომდინარე. დაკვირვება წარიმართა  IX, X,  XI კლასებში გეოგრაფიის გაკვეთილზე.

შეხვედრები:

 

·         გაცნობითი შეხვედრა  (12.11.2018)

·         ინტერვიუ მასწავლებლებთან (13/11/2018)

·         1 დაკვირვება:  ფოკუსირებული დაკვირვება ბლუმის მიხედვით (15/11/2018)

·         2 დაკვირვება: ფოკუსირებული დაკვირვება გარდნერის მიხედვით (16/11/2018)
·         3 დაკვირვება: ფოკუსირებული დაკვირვება კომუნიკაციაზე (19/11/2018)
·         გაკვეთილის გეგმის შედგენა (22/11/2018)
·         5 დაკვირვება: ფოკუსირებულიდაკვირვება:გაკვეთილის გეგმისა და გაკვეთილის შეფასების რუბრიკა (23/11/2018)
·         6 დაკვირვება: ფოკუსირებული დაკვირვება:მაღალი სააზროვნო უნარები (26/11/2018)
·         7 დაკვირვებაფოკუსირებული დაკვირვება: კლასის მართვა (27/11/2018)
·         8 დაკვირვება: ფოკუსირებული დაკვირვება- როგორ იყენებს მასწავლებელი კოგნიტურ დიაგრამებს (29/11/2018)
·         შემაჯამებელი შეხვედრა (30/11/2018)
სტუდენტმა აწარმოა თითოეული დაკვირვების დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რეფლექსიები,  რაც უშუალოდ მოწმობს მის პროგრესს და  გავლილი პრაქტიკით მიღებული ცოდნის გამოვლინებას . სტუდენტის პროგრესის მაჩვენებელი რაფლექსიები, ეს არის დადებითი  უკუკავშირი .


სტუდენტის მიერ წარმოდგენილი რეფლექსიები:

·         პირველი ვიზიტი სკოლაში


სკოლა „ოქროს აკვანში“ დავიწყე მუშაობა , დირექტორმა ჩვენი პორველივე შეხვედრისას გამოთქვა  მზაობა, ჩემი ამავე სკოლაში პრაქტიკების გავლის შესახებ და მიმამაგრეს გეოგრაფიის პედაგოგს: მირანდა ფორჩხიძეს. პირველივე შეხვედრისას დავგეგმეთ მომდევნო ვიზიტები  და განვიხილეთ ფოკუსირებული დაკვირვების მიზნები.

·         ინტერვიუ მასწავლებლებთან

            ინტერვიუს დროს გამოვკითხე სამი მასწავლებელი: ქართულის, ინგლისურისა და ბიოლოგიის, სამივე მასწავლებელს დავუსვი ერთი და იგივე შეკიხთვები ინტერვიუს დროს გამოიკვეთა მათი მზაობა თანამშრომლობისადმი, ყველა ხალისიანად და ინტერესით დამთანხმდა.
             დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ჩემს მიერ გამოკითხული მასწავლებლები ჩემი აზრით იცნობენ მათი საგნების შესაბამის სტანდატრებს ეროვნულ გეგმაში, ასევე ეროვნული გეგმის შესავალ ნაწილსაც, თუმცა ინტერვიუს დროს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ზუსტი მოთხოვნები ზოგიერთ შემთხვევაში გაუგებარი რჩებათ. ინტერვიუების გაანალიზებიდან აღმოვაჩინე, რომ მასწავლებლები აქტიურად იყენებენ დიფერენცირებულ საწავლებასა და კონსტრუქტივისტულ მეთოდებს, ცდილობენ მოსწავლეები ჩართონ ჯგუფურ მუშაობაში, რაც ხანდახან არაეფექტური გამოდის, რადგან ბოლომდე კარგად არაა დაგეგმილი. ისინი იყენებენ საგნის სილაბუსებს, რომელიც სავალდებულოა წარმოადგინონ სემესტრის დასაწყისში, ხოლო მოკლევადიან გეგმებს ნაკლებად, ასევე ნაკლებად წერენ წინასწარ გაკვეთილის დეტალურ გეგმებს, რადგანაც ეს ძალიან დიდ სამუშაოსთანაა დაკავშირებული და როდესად დღეში 5-6 გაკვეთილს ატარებ საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთ გეგმას ორ კლასში ვერ გამოიყენებ, თუმცა აღნიშნავენ, რომ არასდროს შედიან კლასში ისე, თუ მონახაზი მაინც არ აქვთ. საბოლოოდ უნდა ითქვას რომ სკოლა „ოქროს აკვანის“ მასწავლებლები იცნობენ ეროვნულ გეგმას, მიზნებს და ცდილობენ მათ გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში.

·         1. ფოკუსირებული დაკვირვება ბლუმის მიხედვით

 დაკვირვების რეფლექსია
დავესწარი მეერვე კლასში გეოგრაფიის გაკვეთილს. გაკვეთილის თემა იყო ,, ევროპა“ . მოსწავლლებს  წინასწარ აქვთ მიცემული დავალება ,,ევროპა ჩემი სახლია, მე ვარ ევროპელი“. მასწავლებელმა წინარე ცოდნის გააქტიურების ნიწნით დასვა კითხვები; როგორია ჩემი ოცნების სახლი? სად მდებარეობს ჩემი სახლი? რატომ  არის ამ მოცემულ ქვეყანაში ჩემი სახლი? რას ნიშნავს იყო ევროპელი? რომელი საკითხი ასოცირდება თქვენთვის ევროპასთან? (ბლუმის ტაქსონომია, ცოდნის დონე, გამოყენების დონე, ანალიზის დონე.)
მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვების საშუალებით მოსწავლეები მივიდნენ სამუშაოს ძირითად ფორმატთან. ჯგუფებში დაამუშავეს და იმსჯელეს საკითხებზე: ევროპის ფიზიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა, ევროპის მოსახლეობის მიმოხილვა, ევროპის მეურნეობა და ქვეყნების ეკონომიკური მიღწევები და  დარგობრივი განვითარება. მოსწავლეებმა გააკეთს პრეზენტაცია, იმსჯელეს საკითხის ირგვლივ. (ბლუმის ტაქსონომია, ცოდნის დონე,გამოყენების დონე, ანალიზის დონე. შეფასების დონე)
გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ადგილის განსაზღვრა ევროპა-აზიას შორის. მოსწავლეებმა თავისუფლად იმსჯელეს იმ მსგავსებებზე რაც ევროპის ქვეყნებთან გვაახლოებს და იმ განსხვავებებზე, რაც აზიის კონტინენტთან გვაშორებს. (ბლუმის ტაქსონომია, გამოყენების დონე, ანალიზის დონე. შეფასების დონე)
გაკვეთილის ძილერი მხარე იყო სწორედ ის, რომ მასწავლებელი კარგად იყენებდა ბლუმის ტაქსონომიას და გადიოდა სააზროვნო უნარებზე. უკუკავშირის შეხვედრაზე განვიხილეთ გაკვეთილი და გამოვკვეთეთ გაკვეთილზე შექმნილი პრობლემები, აღსანიშნავია, რომ კლასში  გვყავდა მოსწავლე, რომელიც ხშირად იწვევდა ხმაურს და კამათობდა ჯგუფის წევრებთან, როგორც აღმოჩნდა ეს არ იყო გაკვეთილის უინტერესობის ბრალი და მოსწავლეს გააჩნდა ქცევითი პრობლემები, რის კორექციაც რამოდენიმეჯერ მოუწია მასწავლებელს, მე მივეცი რჩევა, რომ მას ბავშვთან ერთად შეედგინა მოსწავლის ქცევითი მიზნების გეგმა, რაც პრობლემის მოგვარებას შესაძლებელს გახდიდა

·         2 ფოკუსირებული დაკვირვება გარდნერის მიხედვით

 დაკვირვების რეფლექსია
დავაკვირდი მეცხრე კლასში გეოგრაფიის გაკვეთილს. გაკვეთილის თემა იყო ,,რელიეფთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენები და მისი პრევენციის გზები“    აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე არცერთი მოსწავლე არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. საგაკვეთილო პროცესი იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით, რაც ხელს უწყობდა სხვადასხვა ინტელექტის მქონე მოსწავლეებს, გამოევლინათ თავიანთი ინტელექტის ძლიერი მხარეები.
 საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი აქტიურად იყენებდა საქართველოს ფიზიკურ და ამდინისტრაციულ რუკებს, ასევე თავად მოსწავლეები ამუშავა ჯგუფებში რუკებზე-მეწყერსაშიში, ზვავსაშიში და ღვარცოფსაშიში რეგიონები საქართველოში. მოსწავლეებმა თავად გამოყვეს ყველაზე საშიში და პირიქით ყველაზე უსაფრთხო რეგიონები საქართველოში. ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტის მქონე მოსწავლეებს ამ აქტივობამ გაუადვილა საჭირო ინფორმაციის აღქმა.
მასწავლებელმა მოსწავლეები ამუშავა სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტზე. ინფორმაციის ანალიზის საშუალებით ენობრივ-ლინგვისტური ინტელექტის მქონე მოსწავლეებს ამ აქტივობამ გაუადვილა გამოევლინათ თავიანთი ნიჭი. ანალიზის შემდეგ მათ მოახდინეს საკუთარი ჯგუფის პრეზენტირება - წარმოადგინეს ის კონკრეტული ქცევის წესები რაც სტიქიის მომენტში, საგანგებო ვითარებაში უნდა შეასრულოს ადამიანმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასწავლებელმა გამოიყენა ჯგუფური მუშაობის მეთოდი - ინტერპერსონალურმა მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი სოციალური და  თანამშრომლობითი უნარები, მოახდინეს ჯგუფების მობილიზება და კარგად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
ამგვარად, მასწავლებელი იყენებდა აქტივობებს: რუკებს, ვიდეომასალას. ფოტოსურათებს,  დაფას, ტექსტებს სახელმძღვანელოდან. მოსწავლეებს ავალებდა ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაოებს, რაც ხელს უწყობდა მოსწავლეებში ინტელექტის გამოვლენას.   მასწ8ავლებლის მიერ გამოყენებული აქტივობები და სასწავლო რესურსები იყო მრავალფეროვანი და  თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებზე გათვლილი. მარტივად აღსაქმელი.
            აღნიშნული ვიზიტით მივხვდი როგორ შეიძლება ერთ გაკვეთილზე იმუშავო რამოდენიმე სხვადასხვა ინტელექტის მქონე მოსწავლესთან ისე, რომ ყველასათვის გასაგები გახდეს თემის შინაარსი.


·         3 ფოკუსირებული დაკვირვება კომუნიკაციაზე

რეფლექსია:
დავესწარი სამ გაკვეთილს, სამ სხვადასხვა კლასში. სამივე გაკვეთილის დაკვირვებისას, სასწავლო პროცესზე კომუნიკაცია იყო ეფექტური. ეს ჩანდა როგორც ვერბალური კომუნიკაციის, ისე არავერბალური კომუნიკაციის დამყარების დროს.
  მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავდა გასაგები ენით და იყენდებდა ისეთ ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც მათთავის გასაგები და ადვილად აღსაქმელი იყო. ეს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა მეშვიდე კლასში. ამ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ ტერმინებისა და რთული სიტყვების აღქმა, ამიტომ აუცილებელია, რომ ახალი მასალა მათთვის გასაგებ ენაზე მივაწოდოთ. მასწავლებელმა არ გამოიყენა ის ისტორიული ტერმინები და სიტვები, რაც მათთვის რთული გასაგები იყო და ძალიან მარტივი სიტყვებით ახსნა გაკვეთილი.
   ამგვარად, მასწავლებელი ვერბალური კომუნიკაციის დროს არ იყენებდა უცხო სიტყვებსა თუ ბარბარიზმებს, მის მიერ გამოთქმული აზრი იყო ყოველთვის მკაფიო და თანმიმდევრული.
საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებლის ხმის ტემბრი ყოველთვის იყო მტკიცე და არ იყო მონოტონური. მასწავლებელი ასევე კარგად ახერხებდა თავლით კონტაქტს. მას მთლიანად ჰქონდა ათვისებული  სივრცე და გადაადგილდებოდა მერხებს შორის.
მასწავლებელი და მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს,ეს ჩანდა პერიფრაზირებაში, დამოწმებასა და  შეკითხვების დასმაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლის მხრიდან იგრნობოდა მხარდაჭერა იმ  მოსწალვეების მიმართ, რომლებსაც მეტნაკლებად უჭირდათ აზრის დაფიქსირება. ყველა საუბარს ახლდა ერთგვარი შეჯამება და უკუკავშირი მასწავლებლის მხრიდან.   
     გაკვეთილები დასრულდა შეჯამებით. მოხდა იმის შეჯამება, თუ რა იყო ახალი, როგორ უნდა მოემზადებინათ მომავალი გაკვეთილი, რა სტრატეგიები და დამატებითი მასალები გამოეყენებინათ, რაში დაჭირდებოდათ მეტი ვარჯიში და როგორ უნდა გასულიყვნენ  შედეგზე.
    გაკვეთილების დასრულების შემდეგ მასწავლებელთან ერთად განვხილე გაკვეთილები და მივიღე რჩევა - არასდროს არ შევიდე მოუწესრიგებლ კლასში, დაწყნარდნენ მოსწავლეები შესვენებების დროს და მერე შევიდე, მივესალმო და ვაგრძნობინო პოზიტიური  დამოკიდებულება, მოვუსმინოთ და პატივი ვცე მათ აზრებს, თუნდაც არ ვეთანხმებოდე, ყველა ბავშვი ჩავრთო საგაკვეთილო პროცესში,ვაკონტროლო ხმა და თვალით კონტაქტი მქონდეს მთლიან კლასთან.
ამგვარად, მე ვნახე თუ როგორ უნდა საუბრობდეს მასწავლებელი, როგორ უნდა ამყარებდეს არავერბალურ კომუნიკაციას მოსწავლეებთან, როგორ სვამდეს შეკითხავს და უსმენდეს პასუხს. დაკვირვება ეფექტურ კომუნიკაციაზე აღმოჩნდა საინტერესო.
·         4  და 5 დაკვირვება

გაკვეთილის გეგმისა და გაკვეთილის შეფასების რუბრიკა

რეფლექსია
სკოლაში ვიზიტის მიზანი იყო საგაკვეთილო გეგმისა და საგაკვეთილო პროცესის შეფასება,  დავგეგმეთ საორიენტაციო შეხვედრა, სადაც მასწავლებელთან ერთად შევადგინე ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა მეორე დღისათვის, ეს გახლდათ საგაკვეთილო გეგმა მეცხრე კლასისათვის თემაზე  „რელიეფთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენები და მისი პრევენციის გზები“
მეორე დღეს დავესწარი აღნიშნულ გაკვეთილს, რომელიც წარიმართა სრულიად გეგმის შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ მასწავლებლის მიერ დასახული მიზნები მიღწევადი იყო იმ აქტივობების გამოყენებით რაც დაიგეგმა, კლასმა იცოდა ჯგუფური მუშაობის პრინციპები, ეტყობოდათ, რომ ისინი აქამდეც ხშირად იყენებდნენ მას. გაკვეთილის ძლიერ მხარედ ჩავთვლიდი გონებრივი იერიშის ფაზას, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა და გაააქტიურა მოსწავლეებში წინარე ცოდნა, ასევე  ჯგუფურ მუშაობასაც, რადგანაც ხშირად მოსწავლეები ჯგუფებში კარგად ვერ მუშაობენ, ამ შემთხვევაში კი კარგად იყო დაცული და გამოხატული ჯგუფური მუშაობის პრინციპები.
გაკვეთილის სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს შეფასების ფაზა, სადაც მასწავლებელმა დროის უკმარისობის გამო მოახერხა განმსაზღვრელი შეფასებების მიცემა, ხოლო განმავითარებელისა კი მოხერხდა მხოლოდ ორ ჯგუფთან. უკუკავშირის შეხვედრაზე განვიხილეთ თითოეული აქტივობა და მისი შესაბამისობა მიზნისადმი, ასევე საგაკვეთილო პროცესის ზოგადი მიმდინარეობა, მასწავლებელმა რეფლექსიის ფაზაზე თავადვე აღნიშნა, რომ  არ იყო საკმარისი დრო განმავითარებელი შეასებისთვის, ჩემი რჩევა იყო მინილექციის დროის 4 წუთამდე შემცირება, რაც დაგვიზოგავდა დროს განმავითარებელი შეფასებისთვის, რაზეც მასწავლებელი დამეთანხმა.
ვიზიტს თავიდან, რომ ვგეგმავდე არაფერს შევცვლიდი, ჩემი აზრით ეს იყო კარგად გაწერილი გეგმის მიხედვით კარგად ჩატარებული გაკვეთილი. აღნიშნულ შეხვედრაზე უკეთ გავერკვიე გეგმის შედგენაში.

·         6.ფოკუსირებული დაკვირვება: მაღალი სააზროვნო უნარები

დაკვირვების რეფლექსია
დავაკვირდი მეათე კლასში გეოგრაფიის გაკვეთილს. გაკვეთილის თემა იყო: ,, საერთაშორისო ორგანიზაციები- გაერო და ნატო“
საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი  მუდმივად იყენებს რუკას. რუკის საშუალებით ხდება ისეთი აქტვობების დაგეგმვა, როგორიცაა ნატოს _ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების დადგენა, ორგანიზაციის გაფართოების შესწავლა.მასწავლებელი ასევე იყენებდა სლაიდებს, რამაც გააადვილა  მოსწავლეებში ინფორმაციის აღქმა.
მასწავლებელმა დასვა შეკითხვები: რატომ იქმნება მსოფლიო ორგანიზაციები? რამ განაპირობა გაეროს/ ნატოს შექმნა? რა მიზნებს ემსახურება თითოეული.  თითოეული შეკითხვა ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალ;ი სააზროვნო უნარების  განვითარებას.
   მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევდა ფიქრის და არგუმენტირებულად მსჯელობის საშუალებას. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აანალიზებენ სახელმძღვანელოში მოცემულ რუკებს. კონტურულ რუკებზე  ანიშნინებს  ნატოს ქვეყნებს გაფართოებების მიხედვით, რაც მოსწავლეებში ავითარებს სივრცეში ორიენტირების, ანალიზის, სინთეზის, შეფასების უნარებს.
ამგვარად, დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მასწავლებელი  იყენებს აქტივობებს, რომლებიც  მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.
უკუკავშირის შეხვედრაზე მასწავლებელმა მირჩია, რომ მოსწავლეებთან ხშირად შევიტანო თვალასჩინოები, ასევე ისინი ჩავრთო პროექტებსა დაპრეზენტაციებში, ხშირად მოვაწყო კარგად დაგეგმილი დისკუსიები, ეს ყველაფერი მომცემს საშუალებას მოსწავლეებში განვავითარო მაღალი სააზროვნო უნარები.





·         7.ფოკუსირებული დაკვირვება: კლასის მართვა



#
კრიტერიუმი




კომენტარი
1
მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლესთან
·         კლასში არსებობს მკაცრი წესები ან მოსწავლეების ქცევის კონტროლი დაბალია, მასწავლებელს ზედმეტად მეგობრული ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან; 
·         ბავშვები ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს;
·         მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან და არა თითოეულ მოსწავლესთან;
·         აღსაზრდელის შესაძლებლობები, პირადი ინიციატივა და შეხედულებები
            უგულებელყოფილია.

·         კლასში არსებობს მკაცრი წესები ან მოსწავლეების ქცევის კონტროლი დაბალია, მასწავლებელს ზედმეტად მეგობრული ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან; 
·         ბავშვები, ძირითადად, ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს;
·         მასწავლებელს ხშირ შემთხვევაში ორიენტაცია აქვს მთელ კლასზე და არა-თითოეულ მოსწავლეზე.
·         აღსაზრდელის შესაძლებლობები, პირადი ინიციატივა და შეხედულებები, ხშირ შემთხვევაში,
            უგულებელყოფილია.
·         მოსწავლის პირადი ინიციატივები, შეხედულებები და მოსაზრებები, ძირითადად, გათვალისწინებულია; მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობა თანამშრომლობითია;
·         მასწავლებელი ხშირ შემთხვევაში ორიენტირებულია არა მთელ კლასზე, არამედ თითოეულ მოსწავლეზე;
·         მასწავლებელი, ძირითადად, გაწონასწორებულია და აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და განწყობას.

·         მოსწავლის პირადი ინიციატივები, შეხედულებები და მოსაზრებები გათვალისწინებულია; მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობა თანამშრომლობითია;
·         მასწავლებელი ორიენტირებულია არა მთელ კლასზე, არამედ თითოეულ მოსწავლეზე;
·         მასწავლებელი გაწონასწორებულია და აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და განწყობას.


2
დაგეგმილი აქტივობების  შესაბამისი წესების შემუშავება, მოსწავლეებისთვის გაცნობა და დაცვა
·         ჩანს რომ მოსწავლეებმა არ იციან ამა  თუ იმ აქტივობის შესრულებისთვის საჭირო ქცევის წესები, მასწავლებელი არ აცნობს მოსწავლეებს ამ წესებს;
·         გაკვეთილის დიდი დრო ფუჭად იკარგება ქცევის და/ან ამა თუ იმ აქტივობის შესრულებისთვის საჭირო წესებისა და პროცედურების გაცნობაში.
·         მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ქცევის/ამა თუ იმ აქტივობის შესასრულებლად საჭირო ქცევის წესებს, მაგრამ  მხოლოდ მას შემდეგ რაც აღმოაჩენს, რომ მოსწავლეები ვერ ასრულებენ დავალებას კონკრეტული წესებისა და/ან პროცედურების არცოდნის გამო  მაგრამ ეს პროცესი ფორმალურია და მოსწავლეთათვის გაუგებარი რჩება პროცედურები, თ როგორ უნდა შეასრულონ ესა თუ იქ აქტივობა;
·         თუ მასწავლებელს უწევს რთული აქტივობისთვის დამატებითი წესებისა და პროცედურების გაცნობა მოსწავლეებისთვის, მისი ინსტრუქციები მოსწავლეთათვის ძირითადად, გაუგებარია, მასწავლებელს უწევს ერთი და იგივე წესის არაერთხელ გამეორება, რაც იწვევს დროის კარგვას.
·         მასწავლებელი, ძირითადად, ქცევის და/ან ამა თუ იმ  აქტივობისთვის განკუთვნილ წესებს და პროცედურებს აცნობს მოსწავლეებს ან ჩანს, რომ მოსწავლეები იცნობენ ამ წესებს და პროცედურებს და შეუძლიათ მათი სწორი გამოყენება;
·         თუ მასწავლებელს უწევს რთული აქტივობისთვის დამატებითი წესებისა და პროცედურების გაცნობა მოსწავლეებისთვის, მისი ინსტრუქციები მოსწავლეთათვის გასაგებია.
·         მასწავლებელი ქცევის და/ან ყოველი აქტივობისთვის განკუთვნილ წესებს და პროცედურებს აცნობს მოსწავლეებს/მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს ან ჩანს, რომ მოსწავლეები იცნობენ ქცევის წესებს და პროცედურებს და შეუძლიათ მათი სწორი გამოყენება;
·         მოსწავლეები თავად ზრუნავენ ქცევის წესების დაცვაზე;
·         თუ მასწავლებელს უწევს რთული აქტივობისთვის დამატებითი წესებისა და პროცედურების გაცნობა მოსწავლეებისთვის, მისი ინსტრუქციები მკაფიო და ზუსტია.

3
მოსწავლეებში თვითმართვის უნარის განვითარება
·         მოსწავლეები ვერ იაზრებენ რა არის სასურველი ქცევა და რას მოელის მათგან მასწავლებელი;
·         მასწავლებელი არ ცდილობს გამოიყენოს სასურველი ქცევის განმტკიცების სტრატეგიები;
·         კლასში არ არის დისციპლინა და მასწავლებელს ინტენსიურად უწევს მოწოდება წესრიგის დაცვისკენ.
·           მოსწავლეებმა ნაკლებად იციან რას მოელის მათგან მასწავლებელი, რა არის სასურველი ქცევა;
·           მასწავლებელი ცდილობს გამოიყენოს სასურველი ქცევის განმტკიცების სტრატეგიები, მაგრამ ამას ხშირად არასწორად აკეთებს;მასწავლებელი, ძირითადად, იყენებს არასასურველი საქციელისთვს დასჯას და არა სასურველისთვისთვის წახალისებას;
·           კლასში მეტნაკლებად შენარჩუნებულია დისციპლინა, მაგრამ ეს, ძირითადად, ხდება მასწავლებლის მიერ არასასურველი ქცევის კორექციის და არა პრევენციის საშუალებით.
·           მოსწავლეებმა, ძირითადად, იციან რას მოელის მათგან მასწავლებელი, რა არის სასურველი ქცევა;
·           მასწავლებელი გაკვეთილზე, ძირითადად, იყენებს სასურველი ქცევის განმტკიცების სტრატეგიებს, რათა უზრუნველყოს მოსწავლის თვითრეგულირებადი ქცევა;
·           კლასში დისციპლინა შენარჩუნეუბლია არასასურველი ქცევის პრევენციის საშუალებით, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მასწავლებელს ჭირდება არასასურველი ქცევის კორექცია.
·           მოსწავლეებმა კარგად იციან რას მოელის მათგან მასწავლებელი, რა არის სასურველი ქცევა;
·           მასწავლებელი გაკვეთილზე იყენებს სასურველი ქცევის განმტკიცების სტრატეგიებს, რათა უზრუნველყოს მოსწავლის თვითრეგულირებადი ქცევა;
·           მოსწავლეებში სასურველი  ქცევის ჩამოყალიბება ხდება სწორი არჩევანის გაკეთებით და არა დასჯით. ხდება არასურელი ქცევის პრევენცია და მასწავლებელს არ ჭირდება მისი კორექცია


·         8. ფოკუსირებული დაკვირვება- როგორ იყენებს მასწავლებელი კოგნიტურ დიაგრამებს
დაკვირვების რეფლექსია
დავაკვირდით მეცხრე კლასში გეოგრაფიის გაკვეთილს. გაკვეთილის თემა იყო :
 ,, საქართველოს რელიეფის ტიპები“
საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი  მუდმივად იყენებს დიაგრამებს. თითოეული ტიპის რელიეფის ფორმა წარმოადგინა დიაგრამის საშუალებით. ამ სახით მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეთათვის მარტივად აღსაქმელი და ერთნაირად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. დიაგრამა მოიცავდა სამ რგოლს: რელიეფის ტიპი, გავრცელების არეალი საქართველოში/ რეგიონი და შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტი.








მაგალითად:
სათაფლიის მღვიმე
ნავენახევის მღვიმე
აფსკრილის  მღმღვიმე
 

ოკაცეს კანიონი
კრუბერი
პრომეთეს მღვიმე
მარტვილის კანიონი
ხვამლის მასივი
მიგარიის მასივი
არაბიკას მასივი
თოვლიანას მღვიმე
ყუმისთავის მღვიმე
სხვავას საყინულე
ასხის მასივი
კარსტული რელიეფი
იმერეთი
რაჭა
სამეგრელო ზემო სვანეთი
აფხაზეთი










მსგავსი ტიპის დიაგრამებით წარმოადგინა მასწავლებელმა ყველა გადასაცემი ინფორმაცია. აქტიურად იყენებდა ამისთვის დაფას და თავად ჰქმნიდა მას.
ამგვარად, დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მასწავლებელი კარგად იყენებს კოგნიტურ დიაგრამაბს, რაც სივრცეში ორიენტირებას აადვილებს.
უკუკავშირის შეხვედრაზე ვთხოვე მასწავლებელმა მირჩია რა შემთხვევაში რა დიაგრამა გამოვიყენო და როგორ შევუსაბამო ისინი ტექსტებს, მან ასევე ჩემგანაც მიიღო დიაგრამების შესახებ რჩევები, ვფიქრობ როგორც გაკვეთილი, ასევე უკუკავშირის შეხვედრაც საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა.


კონსულტირების შედეგი და შეფასება
     პრაქტიკის პროცესში  სტუდენტ-პრაქტიკანტმა აიმაღლა და განამტკიცა პროფესიული უნარები, შეისწავლა გაკვეთილის დამოუკიდებლად დაგეგმვა-წარმართვა, გაეცნო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მოთხოვნებს, გამოიჩინა გულისხმიერება, მაღალი მოტივაცია, რაც მომავალში მისი პროფესიულ საქმიანობაში  წინსვლის  საფუძველი იქნება.
სტუდენტ-პრაქტიკანტის სკოლაში მუშაობას  ვაფასებ დადებითად.










დანართი 1

სკოლაში ვიზიტების აღრიცხვის ფურცელი





















 













დანართი 2
ფოკუსირებული დაკვირვების კითხვარები
·         ფოკუსირებული დაკვირვება - რამდენად იყენებს მასწავლებელი გაკვეთილზე ბლუმის სხვადასხვა უნარების გასავითარებელ კითხვებსა და სხვა აქტივობებს.

1.       გაკვეთილზემასწავლებლისმიერდასმულიკითხვებიდა გამოყენებული აქტივობები იყოთუარასასწავლომიზნისრელევანტური;
2.       რომელისააზროვნოუნარისგანვითარებაზემუშაობდამასწავლებელიგაკვეთილზეუპირატესად;
3.       მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები იყო თუ არა დალაგებული სირთულის მზარდი ხარისხით-მარტივიდან რთულამდე;
4.       მოსწავლისსააზროვოდონესშეესაბამებოდათუარამასწავლებლის მიერ დასმულიკიხვა-ეს შეიძლება გავიგოთ იმის მიხედვით როგორ პასუხს სცემს მოსწავლე და მასწავლებელი დამაზუსტებელი კითხვებით უმარტივებს თუ არა შეკითხვას ისე, რომ მოსწავლემ გასცეს პასუხი;
5.       რამდენად ნათლად სვამდა მასწავლებელი შეკითხვას, ისე რომ გასაგები იყო რომელი სააზროვნო უნარის იყო ესა თუ ის შეკითხვა.


·         ფოკუსირებული დაკვირვება-გაკვეთილის მსვლელობისას ითვალისწინებს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეთა ინტელექტს.

1.      მასწავლებლის მიერ შერჩეული აქტივობები იყო თუ არა მრავალფეროვანი-სხვადასხვა ინტელექტის მქონე მოსწავლის შესაბამისი;
2.      მასწავლებელი მასალის გადაცემისას იყენებდა თუ არა სხვადასხვა რესურსს, ისე რომ სხვადასხვა ინტელექტის მოსწავლეს გაადვილებოდა მასალის აღქმა-გააზრება;
3.      იყენებდა თუ არა მოსწავლის წამყვან ინტელექტს შედარებით სუსტად განვითარებული ინტელექტის გასავითარებლად-ამ კითხვაზე პასუხში დაგეხმარებათ მასწავლებელთან უკუკავშირის შეხვედრაც.

·         ფოკუსირებული დაკვირვება - რამდენად იყენებს მასწავლებელი გაკვეთილზე მაღალი სააზროვნო უნარების გასავითარებელ კითხვებსა და სხვა აქტივობებს.

1.      გაკვეთილზემასწავლებლისმიერდასმულიკითხვებიდა გამოყენებული აქტივობები იყოთუარასასწავლომიზნისრელევანტური;
2.      რომელისააზროვნოუნარისგანვითარებაზემუშაობდამასწავლებელიგაკვეთილზეუპირატესად და როგორ, რა აქტივობას/მეთოდს იყენებდა?
3.      ქმნიდა თუ არა კონკრეტული მაღალი სააზროვნო უნარის/უნარების გასავითარებლად საჭირო შესაბამის გარემოს? რაში გამოიხატებოდა ეს?


·         ფოკუსირებულდაკვირვება - რამდენად შეუწყო კოგნიტური დიაგრამების გამოყენებამ ხელი სასწავლო მიზნის მიღწევას.
1.      რამდენად სწორად იყო შერჩეული დიაგრამა გაკვეთლის თემისთვის?
2.      რამდენად სწორად იყო შერჩეული კოგნიტური დიაგრამა გაკვეთილის მიზნისთვის?
3.      ჰქონდათ თუ არა მოსსავლეებს წინარე გამოცდილება და შეძლეს თუ არა კოგნიტური დიაგრამის გამოყენება?




სტუდენტის დახასიათება:
ილიას სახელმწიფო უნუვერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტი - მაია ჩიკვაიძე არის აქტიური და მიზანმიმართული ადამიანი, ის მთელი პასუხისმგებლობით აკვირდებოდა გაკვეთილს. მისი ყურადღება სწვდებოდა საგაკვეთილო პროცესის ყველა დეტალს. ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით კითხვები, რაზეც ყოველთვის იღებდა ადეკვატურ და არგუმენტირებულ პასუხს. გამოირჩევა კომუნიკაბელურობით და თავისი საქმის პროფესიონალიზმით. არის მუდმივად ახლის ძიებაში.


დანართი 3
კლაის მართვა

#
კრიტერიუმი




კომენტარი
1
მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლესთან
·         კლასში არსებობს მკაცრი წესები ან მოსწავლეების ქცევის კონტროლი დაბალია, მასწავლებელს ზედმეტად მეგობრული ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან; 
·         ბავშვები ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს;
·         მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან და არა თითოეულ მოსწავლესთან;
·         აღსაზრდელის შესაძლებლობები, პირადი ინიციატივა და შეხედულებები
            უგულებელყოფილია.

·         კლასში არსებობს მკაცრი წესები ან მოსწავლეების ქცევის კონტროლი დაბალია, მასწავლებელს ზედმეტად მეგობრული ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან; 
·         ბავშვები, ძირითადად, ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს;
·         მასწავლებელს ხშირ შემთხვევაში ორიენტაცია აქვს მთელ კლასზე და არა-თითოეულ მოსწავლეზე.
·         აღსაზრდელის შესაძლებლობები, პირადი ინიციატივა და შეხედულებები, ხშირ შემთხვევაში,
            უგულებელყოფილია.
·         მოსწავლის პირადი ინიციატივები, შეხედულებები და მოსაზრებები, ძირითადად, გათვალისწინებულია; მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობა თანამშრომლობითია;
·         მასწავლებელი ხშირ შემთხვევაში ორიენტირებულია არა მთელ კლასზე, არამედ თითოეულ მოსწავლეზე;
·         მასწავლებელი, ძირითადად, გაწონასწორებულია და აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და განწყობას.

·         მოსწავლის პირადი ინიციატივები, შეხედულებები და მოსაზრებები გათვალისწინებულია; მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობა თანამშრომლობითია;
·         მასწავლებელი ორიენტირებულია არა მთელ კლასზე, არამედ თითოეულ მოსწავლეზე;
·         მასწავლებელი გაწონასწორებულია და აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და განწყობას.


2
დაგეგმილი აქტივობების  შესაბამისი წესების შემუშავება, მოსწავლეებისთვის გაცნობა და დაცვა
·         ჩანს რომ მოსწავლეებმა არ იციან ამა  თუ იმ აქტივობის შესრულებისთვის საჭირო ქცევის წესები, მასწავლებელი არ აცნობს მოსწავლეებს ამ წესებს;
·         გაკვეთილის დიდი დრო ფუჭად იკარგება ქცევის და/ან ამა თუ იმ აქტივობის შესრულებისთვის საჭირო წესებისა და პროცედურების გაცნობაში.
·         მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ქცევის/ამა თუ იმ აქტივობის შესასრულებლად საჭირო ქცევის წესებს, მაგრამ  მხოლოდ მას შემდეგ რაც აღმოაჩენს, რომ მოსწავლეები ვერ ასრულებენ დავალებას კონკრეტული წესებისა და/ან პროცედურების არცოდნის გამო  მაგრამ ეს პროცესი ფორმალურია და მოსწავლეთათვის გაუგებარი რჩება პროცედურები, თ როგორ უნდა შეასრულონ ესა თუ იქ აქტივობა;
·         თუ მასწავლებელს უწევს რთული აქტივობისთვის დამატებითი წესებისა და პროცედურების გაცნობა მოსწავლეებისთვის, მისი ინსტრუქციები მოსწავლეთათვის ძირითადად, გაუგებარია, მასწავლებელს უწევს ერთი და იგივე წესის არაერთხელ გამეორება, რაც იწვევს დროის კარგვას.
·         მასწავლებელი, ძირითადად, ქცევის და/ან ამა თუ იმ  აქტივობისთვის განკუთვნილ წესებს და პროცედურებს აცნობს მოსწავლეებს ან ჩანს, რომ მოსწავლეები იცნობენ ამ წესებს და პროცედურებს და შეუძლიათ მათი სწორი გამოყენება;
·         თუ მასწავლებელს უწევს რთული აქტივობისთვის დამატებითი წესებისა და პროცედურების გაცნობა მოსწავლეებისთვის, მისი ინსტრუქციები მოსწავლეთათვის გასაგებია.
·         მასწავლებელი ქცევის და/ან ყოველი აქტივობისთვის განკუთვნილ წესებს და პროცედურებს აცნობს მოსწავლეებს/მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს ან ჩანს, რომ მოსწავლეები იცნობენ ქცევის წესებს და პროცედურებს და შეუძლიათ მათი სწორი გამოყენება;
·         მოსწავლეები თავად ზრუნავენ ქცევის წესების დაცვაზე;
·         თუ მასწავლებელს უწევს რთული აქტივობისთვის დამატებითი წესებისა და პროცედურების გაცნობა მოსწავლეებისთვის, მისი ინსტრუქციები მკაფიო და ზუსტია.

3
მოსწავლეებში თვითმართვის უნარის განვითარება
·         მოსწავლეები ვერ იაზრებენ რა არის სასურველი ქცევა და რას მოელის მათგან მასწავლებელი;
·         მასწავლებელი არ ცდილობს გამოიყენოს სასურველი ქცევის განმტკიცების სტრატეგიები;
·         კლასში არ არის დისციპლინა და მასწავლებელს ინტენსიურად უწევს მოწოდება წესრიგის დაცვისკენ.
·           მოსწავლეებმა ნაკლებად იციან რას მოელის მათგან მასწავლებელი, რა არის სასურველი ქცევა;
·           მასწავლებელი ცდილობს გამოიყენოს სასურველი ქცევის განმტკიცების სტრატეგიები, მაგრამ ამას ხშირად არასწორად აკეთებს;მასწავლებელი, ძირითადად, იყენებს არასასურველი საქციელისთვს დასჯას და არა სასურველისთვისთვის წახალისებას;
·           კლასში მეტნაკლებად შენარჩუნებულია დისციპლინა, მაგრამ ეს, ძირითადად, ხდება მასწავლებლის მიერ არასასურველი ქცევის კორექციის და არა პრევენციის საშუალებით.
·           მოსწავლეებმა, ძირითადად, იციან რას მოელის მათგან მასწავლებელი, რა არის სასურველი ქცევა;
·           მასწავლებელი გაკვეთილზე, ძირითადად, იყენებს სასურველი ქცევის განმტკიცების სტრატეგიებს, რათა უზრუნველყოს მოსწავლის თვითრეგულირებადი ქცევა;
·           კლასში დისციპლინა შენარჩუნეუბლია არასასურველი ქცევის პრევენციის საშუალებით, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მასწავლებელს ჭირდება არასასურველი ქცევის კორექცია.
·           მოსწავლეებმა კარგად იციან რას მოელის მათგან მასწავლებელი, რა არის სასურველი ქცევა;
·           მასწავლებელი გაკვეთილზე იყენებს სასურველი ქცევის განმტკიცების სტრატეგიებს, რათა უზრუნველყოს მოსწავლის თვითრეგულირებადი ქცევა;
·           მოსწავლეებშისასურველი  ქცევისჩამოყალიბებახდებასწორიარჩევანისგაკეთებითდაარადასჯით. ხდება არასურელი ქცევის პრევენცია და მასწავლებელს არ ჭირდება მისი კორექცია.





დანართი 4
გაკვეთილის გეგმისა და საგაკვეთილო პროცესის შეფასების რუბრიკა

#
გაკვეთილის გეგმა
შენიშვნა
რეკომენდაცია
1
საგაკვეთილო მიზანი და შედეგი
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი, რთული შესაფასებელია. არ შეესაბამება ესგ-ს მისაღწევ შედეგს/შედეგებს.
მიზანი გამომდინარეობს ესგ-ს მისაღწევი შედეგებიდან, მაგრამ დროში ძნელად მისაღწევი და/ან აკლია კონკრეტულობა.
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად; იგი არის გაზომვადი და სრულად შეესაბამება ესგ-თი განსაზღვრულ შედეგს/შედეგებს.


2
აქტივობები
აქტივობები  არ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;
აქტივობები ნაწილობრივ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;
აქტივობები სრულად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;


3
 მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები
  სასწავლო მეთოდები შეუსაბამოა  აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან.
სასწავლო მეთოდები შესაბამისობაშია  აქტივობებთან, მაგრამ სწორად არ არის შერჩეული  კლასის ორგანიზების ფორმები. ან ზოგიერთი მეთოდი აქტივობის არაადეკვატურია, თუმცა სწორად არის შერჩეული ორგანიზების ფორმები.
  სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაშია  აქატივობებთან, ხოლო, კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან


4
რესურსები
რესურსები არ არის მითითებული.
მითითებული რესურსები მწირია.
მითითებულია ყველა აუცილებელი რესურსი, რომლებიც მასწავლებელმა გამოიყენა გაკვეთილის დაგეგმვისას და გამოიყენებს გაკვეთილისჩატარებისას.



5
ინტეგრირება*
საგანთაშორისი ინტეგრირება ხელოვნურია და თვითმიზნური
საგანთაშორისი ინტეგრირება ჩანს, თუმცა არ არის გათვალისწინებული ინტეგრირებული საგნების ესგ-თი განსაზღვრული შედეგები.
საგანთაშორისი ინტეგრირება ლოგიკურია, გათვალისწინებულია ინტეგრირებული საგნების ესგ-თი განსაზღვრული შედეგები.


6
შეფასება
არ აქვს განსაზღვრული მიზნის შესაბამისი შეფასების  მეთოდები,. გეგმას არ ახლავს შეფასების რუბრიკები.
განსაზღვრულიამიზნის შესაბამისი შეფასების  მეთოდი/მეთოდები, მაგრამ არ ახლავს შეფასების რუბრიკა/რუბრიკები. ან შეფასების მოცემული მეთოდებიდან ზოგიერთი არაადეკვატურია, ახლავს შეფასების რუბრიკები.
განსაზღვრულია მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდები, ახლავს კარგად მისადაგებული შეფასების რუბრიკები.


7
თვითშეფასება/ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

გეგმაში არ არის მითითებული თვითშეფასების საშუალებები, რომლებსაც მასწავლებელი გამოიყენებს.
გეგმაში მითითებულია თვითშეფასების საშუალებები, მაგ, წერილობითი რეფლექსია, თვითშეფასების ცხრილი და სხვ, რომლებსაც მასწავლებელი გამოიყენებს, მაგრამ არ არის გაწერილი კრიტერიუმები, რომლებსაც დაეყრდნობა თვითშეფასების გაკეთებისას ან გაწერილი კრიტერიუმები ვერ იძლევა გაკვეთილის სრულად შეფასების საშუალებას.
გეგმაში მითითებულია თვითშეფასების საშუალებები, რომლებსაც მასწავლებელი გამოიყენებს. დეტალურად არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლებსაც მასწავლებელი დაეყრდნობა თვითშეფასების გაკეთებისას. გაწერილი კრიტერიუმები სრულად იძლევა გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასების შესაძლებლობას.





დანართი 5
#
საგაკვეთილო პროცესი
შენიშვნა
რეკომენდაცია

1
მიზანი
ჩატარებულმა გაკვეთილმა ვერ უზრუნველყო განსაზღვრული მიზნის მიღწევა.
ჩატარებულ გაკვეთილზე ნაწილობრივ იყო მიღწეული დასახული მიზანი/მიზნები
ჩატარებულ გაკვეთილზე სრულად იყო მიღწეული დასახული მიზანი/მიზნები.









2
აქტივობები, სწავლების მეთოდები და რესურსები
გამოყენებულმააქტივობებმა, სასწავლო მეთოდებმა და რესურსებმა ვერ უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა და სასწავლო შედეგის მიღწევა.
გამოყენებულმა  აქტივობებმა, სასწავლომეთოდებმა და რესურსებმა მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყომოსწავლეთა   ჩართულობა და  სასწავლო შედეგის მიღწევა.
გამოყენებულია ერთმანეთთან ლოგიკურადდაკავშირებული აქტივობები და  მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობასა და  სასწავლო შედეგის მიღწევას.რესურსების გამოყენებით ზრდის გაკვეთილის ეფექტიანობას.
საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ახერხებს წინასწარ დაგეგმილი აქტივობებისა და/ან მეთოდების მოდიფიცირებას.



3
შეფასება
მასწავლებლის შეფასება არაეფექტიანია, შემოიფარგლება მხოლოდ არაფრისმთქმელი უკუკავშირით/კომენტარით.გამოყენებული შეფასების მეთოდი/მეთოდები ვერ აფასებს, მიღწეულია თუ არა შედეგი. 
გამოყენებული შეფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს, მიღწეულია თუ არა შედეგი, მასწავლებლის უკუკავშირი ადეკვატურია ან მეთოდები აფასებს მიღწეულ შედეგს, მაგრამ მასწავლებლის უკუკავშირით/კომენტარი არაფრისმთქმელია.
ეფეტურად იყენებს  განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი.



4
საკლასო მენეჯმენტი
 მასწავლებელი ვერ მართავს კლასს, სწორად ვერ ანაწილებს აქტივობებისათვის გამოყოფილ დროს.
მასწავლებელს ზოგიერთ შემთხვევაში უჭირს დროის მართვა და/ან მის მიერ გამოყენებული კლასის მართვის სტრატეგიები ნაკლებად ეფექტიანია.
მასწავლებელი კლასში მიზნობრივად ანაწილებს დროს და ქმნის ისეთ სასწავლო სიტუაციებს, რომლებიც უზრუნველყოფსთვითრეგულირებად დისციპლინას.



5
თვითშეფასება/ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

ჩატარებული გაკვეთილი მხოლოდ აღწერილია და არ არის გაანალიზებული.
ან ანალიზი არის ძალიან ზერელე და არაფრის მომცემი. 
გაანალიზებულია ჩატარებული გაკვეთილი გამოკვეთილია გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ სუსტი მხარეების დაძლევის გზები არ არის მოცემული, ან ატარებს ზოგად ხასიათს.
საფუძვლიანად არის გაანალიზებული ჩატარებული გაკვეთილი.  გამოკვეთილია გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები და დასახულია სუსტი მხარეების დაძლევის გზები