გასართობ შემეცნებითი სასწავლო ექსკურსია / ისტორიული თრიალეთი


გასართობ-შემეცნებითი სასწავლო ექსკურსია/გასვლითი გაკვეთილი
გეგმა


თემა : საქართველო ისტორიული პროვინციების_ თრიალეთის ბუნებრივი და ანთროპოგენული ძგლების მონახულება, გაცნობა.
გასვლითი გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა მოინახულონ და გაიცნონ თეორიულად შესწავლილი ისტორიული მხარე თრიალეთი.  გაიცნონ ტერიტორიის ანთროპოგენული და ბუნების ძეგლები,  დაცული ტერიტორიების ზონა და შეაფასონ თითოეული მათგანის  ტურისტული პოტენციალი, მათ მნიშვნელობას ქვეყნისთვის. ასევე გაიცნონ გაუკაცრიელებული მიტოვებული სოფლის არსი.
აქტივობები: 1. ბერთას სამონასტრო კომპლექსის მონახულება /მოლოცვა (წალკა)( მოსწავლეები გაეცნობიან სოფელ ოლიანგს. ის დასახლებული იყო ბერძნებით, ამჟამად დაცარიელებული და გაუკაცრიელებულია.
2. დაშბაშის კანიონის დალაშქვრა ( საფეხმავლო ტური) 
3. მინი ლექცია (მოსწავლეები ბუნების უნიკალური ძეგლის კანიონის შესახებ, მოისმენენ ინფორმაციას. გაეცნობიან მის დატვირთვას და ტურისტულ პოტენციალს)
3. შესვენება დაშბაშის კანიონზე (კვება)
4. დაბრუნება საწყის ადგილზე


მარშუტის ხანგრძლივობა: 1 დღე (12 ივნისი/2019წელი)
მონაწილე კლასი:10 1
ორგანიზატორი: კლასის დამრიგებელი  ლუიზა მგელაძე
                               გეოგრაფი: მირანდა ფორჩხიძე
ტრანსპორტით გასავლელი მანძილი: 260 კმ.
ფეხით გასავლელი მანძილი: 3 კმ

ლოკაციის ადგილის მიმოხილვა:
1.    ბერთა მონასტერი
სამი მღვდელმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი — მონასტერი საქართველოშიწალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლიანგში მდებარეობ.ოლიანი წარმოადგენს ბერძნულ სოფელს. სადაც ამჟამად დაცარიელებული და გაუკაცრიელებულია ტერიტორია.  თბილისიდან დაშორებულია 130 კილომეტრით.
მონასტერი თარიღდება VI-VII საუკუნეებით. XIX საუკუნეში ეკლესია აღდგენილ იქნა პონტოელი ბერძნების მიერ. ამჟამინდელი მართლმადიდებლური მონასტერი, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით 2004 წელს დაარსდა. მონასტერში ცხოვრობს 6 ბერი. მონასტრის დაარსებიდან 2013-წლამდე მონასტრის წინამძღოლი იყო არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), რომლის სახელსაც უკავშირდება, ამ მონასტრის აღორძინება, ხოლო ამჟამინდელი წინამძღვარია იღუმენი ნიკოლოზი (გვარლიანი).

სტავროპიგია სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ჯვარის დამყარებას, აღმართვას. ჩვეულებრივ, ეს სიტყვა სხვა მნიშვნელობით გამოიყენება (რომელიც მცირედ უახლოვდება პირდაპირ მნიშვნელობას). ჯვარი აღემართება ხოლმე ნებისმიერი ეკლესიის დაფუძნებისას (საფუძვლის ჩაყრისას), მაგრამ ეს განსაკუთრებული ჯვართ-აღმართვა ტაძარსა თუ მონასტერთან, რაც პატრიარქისა ან უწმიდესი სინოდის მითითებით ხდება, ნიშანია იმისა, რომ ეს ტაძარი თუ მონასტერი ამაღლებულია იმ ეპარქიის მღვდელმთავრის გამგებლობიდან და პატრიარქისა თუ სინოდის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. ამიტომ ასეთ ტაძრებსა თუ მონასტრებს ეწოდება სტავროპიგიალური. საქართველოში ასეთია, მაგალითად, ღირსი დავით გარეჯელის სავანე.





2.დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამისმიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და .. კლდეზე ფარდასავით მოედინება წყალი და ულამაზეს სანახაობას ქმნის. აქვე არის როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოკვეთილი გამოქვაბულები
მდებარეობაწალკის მუნიციპალიტეტი, მდხრამის (ქცია) ხეობა, სოფ. დაშბაშის მიდამოები ჭოჭიანის ლავურ პლატოზეზღვის დონიდან 1500 მეტრზე
ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია . წალკა. თბილისიდან წალკა დაშორებულია 88 კმ-ითხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;
. წალკა - სოფ. დაშბაში - 3,8 კმხანგრძლივობა - 15 წთ; კანიონამდე დამატებით 10 წთ.

კანიონი ექვემდებარება ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.

შენიშვნა:
კანიონში გადაადგილებისას მდინარის კვეთა არ არის საჭირო, შესაბამისად არ გვესაჭიროება სპეციალური აღჭურვილობა.


გასათვალისწინებელი პირობები

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში
ასევე აკრძალულია მოწევა
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს
ყველა ერთად ვქმომედებთ გუნდურად
ვემორჩილებით ორგანიზატორს!























No comments:

Post a Comment