Wednesday, October 08, 2025

🌵ატაკამა- იშვიათი ბაღი დედამიწის კიდეზე, სიკვდილის და სიცოცხლის საზღვარზე.

 



🏜️უდაბნო ბუნების საოცარი ქმნილებაა. ყველა მათგანს განსხვავებული და განსაკუთრებული ლანდშაფტი აქვს, თუმცა ზოგიერთის წარმოშობის მიზეზი საერთოა. სამხრეთ ამერიკის ანდების დასავლეთით, ჩილეს ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მშრალი უდაბნო - ატაკამა.
🌊 ატაკამის გაუდაბნოების მთავარი მიზეზია წყნარ ოკეანეში მოძრავი ჰუმბოლდტის, იგივე პერუს ცივი დინება. ეს უკანასკნელი კი დასავლეთის ქარების ცივი დინების ნაწილია. დედამიწის თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო ბრუნვის( დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ) გამო, წარმოქმნილი კორიორისის გადამხდელი ძალების საფუძველზე, დასავლეთის ქარების ცივი დინებას პერუს ცივი დინება გამოეყოფა კუნძულ ცეცხლოვანი მიწის მოდამოებში. ჩაუვლის სამხრეთ ამერიკის დასავლეთის სანაპიროებს. ცივი დინების თავზე ჰაერი ცივია. ცივი დინება აცივებს მის ზემოთ არსებულ ჰაერს.
— ცივი ჰაერი ვერ ინახავს საკმარის ტენიანობას, ამიტომ ღრუბლები არ წარმოიქმნება.
— ატმოსფეროში ტენი თითქმის არ არსებობს, შედეგად არ წვიმს და მიმდებარე ხმელეთი ვერ იღებს ტენს.
☀️პროცესის ხანგრძლივი მდგომარეობა იწვევს სანაპირო ზოლის გაუდაბნოების. მსგავსი დამახასიათებელია აფრიკის სამხრეთ დასავლეთით ნამიბიის უდაბნოსთვის. მისი წარმოქმნა ბენგალის ცივი დინების დამსახურებაა. ისიც ანალოგიურად გამოეყოფა დასავლეთის ქარების ცივი დინებას. მიემართება აფრიკის სანაპიროებისკენ და იწვევს ნამიბიის გაუდაბნოებას.
ატაკამის უდაბნოს განსაკუთრებულობა მდგომარეობს შემდეგში. დაკვირვების საფუძვლზე ატაკამაზე 8-12 წლის განმავლობაში ერთხელ წვიმს.
🌧️რა არის ნალექის მოსვლის მიზეზი?
დიახ წვიმს, თუმცა ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის ატაკამისთვის. წვიმას გლობალური ანომალური მოვლენა ელ-ნინიო იწვევს.
🌀ელ- ნინიო არის სეზონური თბილი წყლის ნაკადი, რომელიც 3-4 წელიწადში ჩნდება ავსტრალიის აღმოსავლეთის სანაპიროებთან და მოძრაობს სამხრეთ ამერიკის მიმართულებით. იმ შემთხვევაში თუ თბილი წყლის დინების მოცულობა დიდია პერუს დინებაზე, ცივ დინებას აქრობს( პერუს დინებას უკან აბრუნებს). პერუს ცივი დინებას ენაცვლება ელ- ნინიოს თბილი ზედაპირული დინება. სწორედ ამ უკუდინების წარმოქმნის გამო ის არის ანომალური მოვლენა. თბილი წყლები ცვლის აორთქლების და ცირკულაციის პროცესებს, რაც იწვევს ატაკამაზე ნალექის მოსვლას.
🥀🌵როცა ატაკამაზე ნალექის მოდის ამას თან ახლავს უდაბნოს სახეცვლილება. უდაბნო იწყებს აყვავებას და წარმოიქმნება ნაირფერადი ხალიჩები.
როგორ და საიდან ჩნდება ფერადოვანი ხალიჩები ატაკამაზე?
დიახ, ატაკამა აყვავდება და იხსნება ტურისტული სეზონი. მას უამრავი ვიზიტორი სტუმრობს.
🐦ატაკამის ტერიტორიაზე და მის სანაპირო ზოლში ბინადრობს მრავალი სხვადასხვა სახეობის ფრინველი და ღამურები. ისინი ხელს უწყობენ ყვავილების თესლების მოხვედრას უდაბნოს ტერიტორიაზე, რადგან თვითნებურად ნისკარტით და ბრჭყალებით გადაქვთ. ამასთან ერთად ფრინველები წარმოქმნიან დიდი რაოდენობით ფეკალურ ექსკრემენტებს, რომელსაც წარმოადგენს ორგანულ სასუქს ( ფოსფატრბი, აზოტი, კალიუმი). ის ჩილეს გუანას(ჩილეს გვარჯილა) სახელითაა ცნობილი. ტენის მოსვლა ხელს შეუწყობს ყვავილების თესლების გააქტიურებას და საბოლოოდ ვიღებთ სახეცვლილ და აყვავებულ ატაკამის უდაბნოს.
🌊რომ არა პერუს დინება, არ გვექნებოდა ატაკამის უდაბნო.
🌀რომ არა ელ- ნინიოს ანომალური მოვლენა, ატაკამაზე არ მოვა წვიმა.
🐦რომ არა ფრინველები, ატაკამა არასდროს აყვავდება.

No comments:

Post a Comment