ვულკანი


რეფლექსია
რესურსი: ვულკანის მოდელი
საგანი: გეოგრაფია
სწავლების საფეხური:საბაზო
კლასი: VII (ცვლილებების შეტანის გარეშე შეიძლება გამოვიყენოთ დაბალ კლასებში ბუნების გაკვეთილზე)
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ვულკანის მოდელის გამოყენება და  ვულკნიზმის პროცესის დადებითი და უარყოფითი მხარეების განსხვავება    ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციაა გეოგრაფიაში. მისი შესწავლა დაწყებით საფეხურზე იწყება,  თუმცა ძირითადად საბაზო საფეხურს მოიცავს.
მოსწავლეები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ, ამიტომ წარმოდგენილი რესურსი, მიუხედავად იმისა რომ არ არის ნოვაციური და უნიკალური მაინც აქტულურია. ჩემ მიერ შექმნილ ვულკანის მოდელს  წარმატებით ვიყენებ. მათი საშუალებით მოსწავლეებს ვთავაზობ საინტერესო და სახალისო გაკვეთილს გეოგრაფიაში. რესურსი უზრუნველყოფს ყველა იმ საჭიროებას რასაც მოსწავლეები ამ საფეხურზე საჭიროებენ.
გეოგრაფიაში- შინაგანი ენდოგენური რელიეფწარმომქმნელი ფაქტორის ვულკანიზმის, იგივე მაგმატიზმის ახსნის და წარმოსახვისთვის. ასეთი რესურსი საშუალებას მაძლევს მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახონ ვულკანის ამოფრქვევის პროცესის იმიტაცია და ცდის საშუალებით  აღიქვან პროცესი წარმოსახვაში, ასევე იმსჯელონ მის მიერ გამოწვეულ დადებით და უარყოფით მხარეებზე.  გაანალიზებენ ვულკანიზმის პროცესის როლს რელიეფის სხვადასხვა ფორმების წარმოქმნის პროცესში. ამოიცნობენ და განასხვავებენ მოდელზე სხვადასხვა რელიეფის ფორმებს: ვულკანურ კონუსს, კრატერს, ლავურ ღვარს, პლატოს, ზეგანს, ასევე იმსჯელებენ იმ საბოლოო სტიქიურ შედეგებზე,  რაც შეიძლება ვულკანიზმის პროცესმა გამოიწვიოს.
მოდელი შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალჯერადად სხვადასხვა საკმაოდ რთულად ასახსნელი და ძნელად აღსაქმელი საკითხების ახსნის მიზნით, მაგალითად: ენდოგენური რელიეფწარმომქმნელი ფაქტორები, ვულკანური რელიეფის ფორმები, ვულკანური პროცესების როლი ვულკანური ტბების წარმოქმნის პროცესში, ბუნებრივი კატასტროფები. ასევე ის შიძლება გამოიყენოს დაწყებით საფეხურზე საგანმა_ ბუნებისმეტყველებამ.



ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით აღნიშნული რესურსით  გავდივარ შემდეგ მისაღწევ შედეგებზე :
გეო.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
გეო.VII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ დედამიწის შინაგან აგებულებაზე.

გეო.VII.6. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშირს რელიეფის ფორმებ რელიეფწარმომქმნელ პროცესებს.
გეო.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების როლი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       მსჯელობს ლითოსფეროს ფილების მოძრაობაზე;
·       ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების კანონზომიერებებს;
·      ახასიათებს რელიეფის ძირითად ფორმებს;
·      სხვავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ პროცესებს;
·      მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე;
·         გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებისგან შესაძლო თავდაცვის ღონისძიებების შესახებ
თვალსაჩინოებების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების ინსტრუქცია:
წინასწარ მომზადებული მაქვს საჭმელი სოდა და ძმარი ცდის ჩასატარებლად თავად ვატარებ პროცესს.  სოდას ჩავყარი ვულკანის კრატერში, შემდეგ დავამატებ ცოტა ძმარს. ის ამოქაფდება და გადმოვა ნაპირებზე. ქაფი დაიწყებს სვლას ვულკანის კონუსის ფერდობებზე, იმოძრავებს მანამ სანამ წინაღობა არ შეხვდება, ან  დაეფინება კონუსის ძირში. ძირში ის მიიღებს სწორ სარკისებურ ზედაპირის ფორმას. (ლავა რომელიც ასეთი ფორმით გაცივდება წარმოიქმნება რელიეფის ფორმა პლატო.) მოსწავლეები დააკვირდებიან ჩვენს მუშაობას და ჩაებმებიან  საგაკვეთილო  პროცესში. ვთხოვ დაფაზე ჩამოწერონ რელიეფის ის ფორმები რაც პროცესის თანმიმდევრულად წარმოიქმნება.  იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად გასაგები იყო ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეებისთვის, გამოვიყენებ კონკრეტული შეკითხვებს და მოსწავლეები უპასუხებენ შეკითხვებს. ამით შევაჯამებთ საგაკვეთილო პროცესს.

http://www.skolaoqrosakvani.ge/ka/siakhleebi/proeqtebi/article/14324-vulkani














1 comment: