გასვლითი გაკვეთილის გეგმა
თემა: იმერეთის ბუნების ძეგლები
კლასი:11
დამრიგებელი: კლარა მაღლაკელიძე
პედაგოგი/ორგანიზატორი: მირანდა ფორჩხიძე
მიმართულება: დასავლეთ საქართველო/ქვემო და ზემო იმერეთი(თბილისი, ხონი, ბაღდათი, ჭიათურა, თბილისი)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა ადგილზე ნახონ და გაეცნონ იმერეთის ბუნების უნიკალურ ძეგლებს. კერძოდ, კარსტულ რელიეფის ფორმებს.
დღე 1:
· ოკაცეს ტყის ბილიკის დალაშქვრა (მინილექცია , ვიდეოსჩაწერა )
· ოკაცეს კანიონის მონახულება (მინილექცია)
· კინჩხას ჩანჩქერის მონახულება, ადგილზე გაცნობა მინილექცია.
ბაგრატის ტაძრის მონახულება
· უკან დაბრუნება/ ღამისთევა ბაღდათის რაიონი სოფ. ობჩა.
· შთაბეჭდილებების გაზიარება მოსწავლეთა მიერ.
დღე 2:
· მიმართულება ზემო იმერეთისკენ, კაცხის სვეტის მონახულება.
· ჭიათურის მღვიმევის მიძინების ტაძრის მოლოცვა.
· მდ . ჭერათხევის ტერიტორიის გაცნობა.
შიდა ქართლის ვაკის სტეპის ზონის ხალიჩების მონახულება
ზოგადი მიმოხილვა ტერიტორიის შესახებ
კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.
კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ხვეულად ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება, მაშინ როდესაც სიღრმე 50 მეტრია.
კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. ბოგას ქვემოთ, კანიონის სიღრმე მატულობს და 100 მეტრს აღწევს, რადგან ძველი ხეობის ფსკერი ზოგან უკუღმაა დახრილი. გეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი და ამ ნაპრალის კიდეებს გადაადგილდება. ის ქვემო დინებას გარდიგარდმო ჰკვეთს. ხეობის ქვედა ნაწილი რამდენიმე ათეული მეტრით აწეულია შუა მონაკვეთთან შედარებით.
ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორდის მიდამოებში მდებარეობს.
ვიზიტორთა ცენტრი: სოფელი გორდი
ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.
ღირშესანიშნაობა:ბუნების ძეგლი წარმოადგენს რთულ, პალეოგრაფიულ, გეოლოგიურ და განსაკუთრებული გეომორფოლოგიური აგებულებით გამორჩეულ კომპლექს, რომლის შემადგენლობაში შედის ნეოტექტონიკური სტრუქტურები, ტბიური ნალექები, თვალწარმტაცი კლიუზ-კანიონი.მდ. საწისქვილოს მიერ ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული ოკაცეს კანიონის სიღრმე 35-50 მ-ია, სიგანე საშუალოდ 4 მ, ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები თითქმის უერთდება ერთმანეთს და ბუნებრივ ქვახიდებს წარმოქმნის, ერთ-ერთი მათგანია „ბოგა”, საიდანაც კანიონის ფსკერის დანახვაა შესაძლებელი.შუა მეოთხეულში მდ. საწისქვილოს ხეობა გადაიკეტა ტექტონიკური ნასხლეტით და მასში გაჩნდა ტბა, რომელშიც თიხა-ქვიშა ილექებოდა. ტბიური ნალექების წყების სისქემ 27 მეტრს გადააჭარბა. მას შემდეგ რამდენიმე ათეულმა ათასმა წელმა განვლო. წყალმა იპოვნა გასასვლელი კირქვის ნაპრალებში, გააფართოვა ისინი და დაცალა ტბა. დაიწყო ტბიური ნალექების გადარეცხვა და კანიონის გამომუშავება. ამჟამად ტბიური ნალექები შემორჩენილია ცალკეულ ფრაგმენტებად.გორდის პლეისტოცენურ ტბიურ ნალექებში ნათლადაა გამოსახული სეზონური შრეებრიობა. შრეთა ყოველი წყვილი შეესაბამება ერთ წელს. ტბიური წყების პალინოლოგიური შესწავლით(ნამარხი მცენერეების მტვრისა და სპორების მიკროსკოპული კვლევით) გაირკვა, რომ წყების ქვედა ნაწილში დაცულია ფლორის არქაული, სადღეისოდ გამქრალი სახეობების ნაშთები (ჭაობის კვიპაროზი ანუ ტაქსოდიუმი, ენგელჰარდტია, კარია, ტსუგა, კედარი ანუ ცედრუსი და სხვ.). გორდის ტბიური წყების უფრო მაღლა მდებარე შრეებში ეს მცენარეები აღარ არის, რაც არეკლავს ოროგენეზის მიერ გამოწვეულ კლიმატის აცივებას.დღეისათვის კანიონი თავისებურ მიკროკლიმატს ქმნის, რაც განაპირობებს, მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი მცენარისთვის, საბინადრო გარემოს ჩამოყალიბებას.
მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გორდის მიდამოები, 520 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 27.079 E42 33.003
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ხონი. თბილისიდან ხონი დაშორებულია 260 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. ხონი - სოფ. გორდი, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი - 21 კმ; ხანგრძლივობა - 25 წთ;
ქ. ხონი - სოფ. გორდი, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი - 21 კმ; ხანგრძლივობა - 25 წთ;
კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის, ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია "ბოგა". კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც კარსტული წყლები გამოედინება.
2 კილომეტრზე გადაჭიმული კანიონი ჯერჯერობით შეუსწავლელია.
კინჩხას ჩანჩქერების კასკადი
ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.
მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. კინჩხას მიდამოები, 843 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 29.738 E42 33.032
აცხის სვეტი — კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე.
სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული — სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ.
კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო.
2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.
2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოაჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ), რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია „ძელი ცხოვრებაზე“ — ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის.[1]
„[კაცხის] ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა ამოყვანილი ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა აღავლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა.[2]“
|
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
სვეტი, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები (3 ც), მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო.
სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო.
კაცხის სვეტის მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.
„გეოგრაფიული ტერმინი კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს“ – განმარტავს აკადემიკოსი ა. შანიძე. პირველი ისტორული წყარო, რომელიც კაცხის სვეტს მოიხსენიებს, ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაა: „ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი, მის კლდის თხემზედ არის ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა“ – გადმოგვცემს ის. ე.ი. XVIII საუკუნეში, ვახუშტის მოღვაწეობის პერიოდში კაცხის სვეტი კარგა ხნის მიტოვებული ჩანს.კაცხის „სვეტი“ უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადღებას. ქრისტიანობამდე „სვეტი“ წარმართული კულტის – ნაყოფიერების ღვთაების დანიშნულებას ასრულებდა. ვახუშტი ბატონიშვილი კაცხის „სვეტის“ შესახებ წერს: „ნაკერპთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო განცხრომა–როკვანი, ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწ ფერხისა სიმღერითა - გაათენიან.“ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ სვეტი წარმართულ ღვთაებათა პანთეონს სამუდამოდ გამოეყო. ამას ადასტურებს სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. კლდოვან სვეტზე – ძელი ცხოველის ბუნზე და საფეხურებიან პოსტამენტზე შემდგარ, მედალიონში ჩაწერილ ჯვრის რელიეფს პარალელები ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. კაცხის შემოგარენში, ამავე დროს, ამ ქმედებით, გარკვეულწილად, ადრე შუა საუკუნეებში ქართლის სამეფოს უკიდურეს დასავლეთი საზღვარიც მოინიშნა. კაცხის სვეტს სახელობაც „ძელი ცხოველი“ – სვეტი ცხოველი ამავე საუკუნეში მიენიჭა და მცხეთის ჯვარს დაუკავშირდა. მცხეთის კერპთა შემმუსვრელი ჯვრის სახელობა წარმართობაზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ამ რეალიას ადასტურებს ისიც, რომ კაცხის სვეტის დღეობა პარასკევობითაა, ჯუანშერის ცნობით, ყოველი პარასკევი დღე მცხეთის ჯვრის ტაძრის დღეა, რომელიც ადარნასეს ძემ სტეფანოზ ერისმთავარმა (VI ს) დააწესა. ბოლო ვერსიის თანახმად (გ. გაგოშიძე) ეკლესია აქ, კლდის თხემზე სამი-ოთხი საუკუნით გვიან აშენდა.საინტერესოა კაცხის სვეტის კაცხისავე გუმბათიან ტაძართან (X-XI სს) განხილვა. ეს ორი სალოცავი ერთმანეთს 1,5 კილომეტრით არის დაცილებული და მათ მჭიდრო კავშირზე მოსახლეობაში შემორჩენილი გადმოცემაც მეტყველებს – თითქოს სვეტის თავიდან კაცხის მაცხოვრის ტაძრამდე ჯაჭვი ყოფილიყო გაბმული. ეს ლეგენდა გვახსენებს გადმოცემას მცხეთის სვეტიცხოველისა და ჯვრის ტაძრის გუმბათებს შორის გაჭიმული ჯაჭვის შესახებ, რომელზედაც კეთილმსახური ბერები დაიარებოდნენ. აქაც, მცხეთური სიწმინდეების მსგავსად, კაცხის გუმბათიანი ეკლესია ქრისტეს საფლავის, ხოლო კაცხის სვეტი გოლგოთის განსახიერება უნდა იყოს.კაცხის სვეტის მეცნიერული შესწავლა XX საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1944 წელს კაცხის სვეტზე პირველად ავიდა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი. მათ სვეტის თხემზე მცირე გათხრები ჩააატარეს და აღმოაჩინეს საკმაო რაოდენობის არქეოლოგიური მასალა. აღნიშნული ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა 1946 წელს ვ. ცინცაძის მიერ.ამ მკვლევრის აზრით, კლდის თხემზე ადრე შუა საუკუნეების ორი დარბაზული ეკლესია იდგა. ერთი ნახევრად კლდეში ნაკვეთი (V ს.) მეორე კი მთლიანად ქვით ნაგები (VI–ს.) რომელსაც ქვემოთ თაღოვანი კრიპტა ჰქონდა. ეს კომპლექსი ვ. ცინცაძემ დაუკავშირა მესვეტეობას, სირიაში გავრცელებულ უკიდურესად ასკეტურ საბერმონაზვნო ცხოვრების წესს. ამ წესის ფუძემდებელი სვიმონ მესვეტე უფროსი (356 – 459 წ.წ.) ანტიოქიის აღმოსავლეთით, ალეპოს სიახლოვეს ქვით აგებულ მაღალ სვეტზე დამკვიდრდა და ცხოვრების დიდი ნაწილი ამ სვეტზე გაატარა.ვ. ცინცაძის აზრით, თხემზე შეწყვეტილი მესვეტეობის შემდეგ უნდა იყოს აშენებული სვეტის ძირში მცირე ეკლესია, რომელიც X საუკუნით თარიღდება.
1972 წელს დიდხნოვანი ცაცხვის წაქცევის შედეგად შემთხვევით გაიხსნა ხის ფესვების ქვეშ არსებული კრიპტა (აკლდამა), სადაც ასევე აღმოჩნდა არქეოლოგიური მასალა.
1997 წელს ამ ტერიტორიაზე აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება. საჭირო გახდა სამონასტრო ცხოვრებისათვის სათანადო პირობების შექმნა, ეკლესიების (ქვედა და სვეტის) აღდგენა.სვეტის თხემზე სპეციალისტების მეორედ ასვლა 1999 წელს განხორციელდა ალპინისტ ბ. გუჯაბიძის დახმარებით. ამჯერად ექსპედიცია დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: არქიტექტორი რ. ჯანაშია, არქიტექტორ-რესტავრატორი თ. გაბუნია, ხელოვნებათმცოდნე გ. გაგოშიძე. დაიგეგმა სამომავლო სამუშაოები, გაწმენდა, აზომვა, კვლევა. ამავე წელს წელს, კაცხში მოღვაწე ბერის, მამა მაქსიმეს დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით დაიწყო და 2000 წელს დასრულდა მესვეტის (ქვედა) ეკლესიის აღდგენა (პროექტის მიხედვით).ახალი, 1999-2005 წლებში წარმოებული კვლევების შედეგად, სვეტის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დათარიღების ახალი ვერსია წარმოიშვა. მისი ავტორია ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე. ამ ვერსიის მიხედვით, ირკვევა შემდეგი: 1.სვეტის თავზე ორის ნაცვლად ერთი ეკლესიაა, მეორე - ნახევრად კლდეში ნაკვეთი ნაგებობა - ბერების საცხოვრებელი სენაკებია. 2.ქვით ნაგები ეკლესია თარიღდება არა V - VI, არამედ IX და უფრო X საუკუნის პირველი ნახევრით, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეკლესია გვაგონებს ახლომდებარე ისეთი ძეგლების, ქვათა წყობას, როგორებიცაა: თირი და რგანი (ორივე X-ის II ნახ.). მნიშვნელოვანია ისიც, რომ კაცხის სვეტზე გამოვლენილი სამონასტრო მეურნეობა (განსაკუთრებით, ქვევრები), აბათილებს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ აქ უკიდურესად ასკეტი მესვეტე იყო დამკვიდრებული. კაცხის სვეტის მცირე მონასტერი, სადაც სავარაუდოდ, ორი-სამი ბერი მოღვაწეობდა, დიდი მონასტრიდან გამოყოფილი მარტოდსამყოფელია და იერით ძლიერ გავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.
2006 წელს ს/ს „ჭიათურმანგანუმის“ გენერალური დირექტორის აკაკი გურჯიძის ფინანსური დახმარებით მოეწყო სვეტზე ასასვლელი ხარაჩო და ამავე წლის ნოემბერში არქეოლოგ დ. ბერიკაშვილის მეთვალყურეობით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. ახლად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა საყოფაცხოვრებო ხასიათისაა. იგი ძირითადად კერამიკით წამოდგება, თუ არ ჩავთვლით მოოქროვილ ვერცხლის მცირე ფირფიტას, რომელზეც სტილიზებული მცენარეული ორნამენტია გამოსახული და მოოქროვილ ვერცხლის ჯვრის ნაწილს. არქეოლოგიური მასალა, რომლის თარიღი მსგავსი მასალების საფუძველზე, XVI – XVII საუკუნეებით განისაზღვრა, კომპლექსის არსებობის ბოლო ხანებს უნდა მიეკუთვნებოდეს. თვითონ კომპლექსი რამდენადმე ადრეული უნდა იყოს და არ არის გამორიცხული, რომ მომავალმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა უფრო ძველი მასალებიც გამოავლინოს.
2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ) რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება. საინტერესოა მისი შინაარსი, რომელიც ამ მცირე მონასტრის მრავალ საინტერესო საკითხს ჰფენს შუქს. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია ,,ძელი ცხოვრებაზე“ - ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის. ასე რომ, კაცხის სვეტზე XIII საუკუნეში მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დასტურდება.

კაცხის სვეტის კომპლექსი ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
მღვიმევის დედათა მონასტერი
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
რელიგიური კუთვნილება
| |
ქვეყანა
| |
პროვინცია
| |
რაიონი
| |
ადგილმდებარეობა
| |
სასულიერო სტატუსი
|
მოქმედი
|
ფუნქციური სტატუსი
| |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა
| |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი
| |
თარიღდება
|
XIII საუკუნე
|
დეტალები
|
მღვიმევის დედათა მონასტერი — მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევისმახლობლად.
მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით.
სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადიშემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.
მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.
No comments:
Post a Comment