Thursday, March 28, 2019

სამოდელო გაკვეთილის გეგმა/ მსოფლიოს მოსახლეობა

                         
                                                            სამოდელო  გაკვეთილის გეგმა
საგანი: გეოგრაფია
მასწავლებლის სახელი, გვარი: მირანდა ფორჩხიძე
სკოლა: შპს „ოქროს აკვანი“ კერძო სკოლა
სწავლების საფეხური/კლასი: VIII
მოსწავლეთა რაოდენობა:17
თემა: მსოფლიო მოსახლეობა და მასთან დაკავშირებული დემოგრაფიული პრობლემები
გაკვეთილის მნიშვნელობა/თემის აქტუალობა:
თემა აქტუალურია რადგან, მნიშვნელოვანია მოსახლეობის შესახებ დღევანდელი ხედვა და დემოგრაფების პროგნოზი, მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტემპიდან გამომდინარე. რაც თავის მხრივ იწვევს პრობლემების წარმოქმნას დედამიწაზე. ასევე , აქტუალურია მოსახლეობის სტრუქტურული მაჩვენებლები, კლასიფიკაცია და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მიგრაციებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები. მათ შორის არალეგალური მიგრაცია და ტრეფიკინგი.

მიზანი: მოსწავლე შეძლებს მსოფლიო მოსახლეობის სწრაფ ბუნებრივ მატებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზების მოძიებას. 
მექანიკური მოძრაობით და მიგრაციით გამოწვეულ პრობლემებზე მსჯელობას.  იმსჯელებს, თუ როგორ აისახება საზოგადოებაში მიმდინარე დემოგრაფიულ მდგომარეობა მოსახლეობის  ცხოვრების დონესა და ხარისხზე.
ესგ-ს სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
დრო და სივრცე
გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.
გარემო და სოციალური სისტემები
გეო.VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია  იგრაციის პროცესისა თავისებურებების დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       მოსახლეობის აღწერის მასალებზე დაყრდნობით ადგენს სხვადასხვა ტიპის გრაფიკებს და დიაგრამებს;
·       განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;
·       გეოგრაფიულ თვალსაჩინოებაზე მოცემულ ერთი ტიპის ინფორმაციას გამოხატავს სხვა სახით (მაგ., მსოფლიო რუკის მიხედვით ქვეყნებს აჯგუფებს კონტინენტების მიხედვით და წარმოადგენს ცხრილის სახით).
·       დემოგრაფიულ საკითხებზე მსჯელობისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას;
·       განასხვავებს მიგრაციის ტიპებს (გარე, შიდა, ქანქარისებრი და სხვა) მიმართულებისა და დროის მიხედვით;
·       ასახელებს მიგრაციის ტიპებს, რომლებსაც უკვე იცნობს; მსჯელობს ადამიანის მიგრაციის შესაძლო მიზეზებზე და მოჰყავს შესაბამისი  მაგალითები;
·       ვარაუდობს მიგრაციის შესაძლო შედეგებზე ინდივიდისა (რომელიც ჩართულია ამ პროცესში) და ქვეყნებისათვის (საიდანაც და საითაც მიმართულია კონკრეტული მიგრაცია);
·       ინდივიდუალურად ან ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა მიგრაციასა (ნებაყოფლობითი და იძულებითი _ მონობიდან ტრეფიკინგამდე) და ამ მიგრაციების მიზეზებსა და შედეგებს;  
·       ეცნობა სტატისტიკურ მასალას და მსჯელობს ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური მიზეზების შედეგად გარე და შიდა მიგრაციული პროცესების ცვლილებებზე.
შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი (დანართი:შეფასების სქემები)
წინარე  ცოდნა: მოსწავლემ უნდა იცოდეს მოსახლეობის ყველა დემოგრაფიული მახასიათებელი: შობადობა, სიკვდილიანობა, ბუნებრივი ნამატი, დემოგრაფიული აფეთქება, დემოგრაფიული ზამთარი, დეპოპულაცია, დემოგრაფიული დაბერება, იმიგრაცია ემიგრაცია, პრომილე, აღწარმოება, აღწერა.
რესურსები: დაფა, ცარცი, საწერი კალმები,  სახელმძღვანელო. თაბახის ფურცლები, ფოტოსურათები, დავალების ინსტრუქციები, მასწავლებლის მიერ მომზადებული ფორმატის  ქაღალდი, წებო.

აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს   მისაღწევი შედეგი
1.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დასწრების აღრიცხვა, გაკვეთილის თემის, მიზნის და აქტუალობის გაცნობა. შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

მინილექცია
საერთო საკლასო სამუშაო
საწერი კალამი, ჟურნალი, შეფასების სქემები.
2წთ

მოსწავლეთა ინფორმირება
2.
წინარე ცოდნის გააქტიურება , მოსწავლეები კითხვების რა არის მსოფლიოს მოსახლობა? რას ნიშნავს მოსახლეობის დინამიკა?რა განსხვავება მოსახლეობის აღწერასა და აღწარმოებას შორის? რას ნიშნავს ბუნებრივი მოძრაობა? და რომელი პარამეტრებით ხასიათდება იგი? შობადობა, სიკვდილიანობა ბუნებრივი ნამატი და პრომილე.
 რაზეა დამოკიდებული ბუნებრივი ნამატის მაჩვენებელი ქვეყანაში? რას ნიშნავს დემოგრაფიული დაბერება? დემოგრაფიული ზამთარი? დემოგრაფიული აფეთქება? დეპოპულაცია?რა ნიშნებით შეიძლება დავახარისხოთ მსოფლიოს მოსახლეობა?
 რა არის მექანიკური მოძრაობა? როდის გვაქვს დადებითი სალდო? უარყოფითი? რა დადებითი და უარყოფითი აქვს  მიგრაციის სალდოს ქვეყნისთვის? რა მიზეზები იწვევს მიგრაციას?
რა არის ტვინების გადინება? რომელი მეცნიერება შეისწავლის მოსახლეობას?როგორია დღევანდელი პროგნოზი მსოფლიოს მოსახლეობასთან დაკაშირებით ? )
ილუსტრაციების/დიაგრამების საშუალებით იხსენებენ დემოგრაფიულ პარამეტრებს.
მასწავლებელი ახალი მასალიდან ახდენს პრობლემური საკითხების გამოკვეთას :
·         რა პრობლემის წინაშე დგას დღეს მსოფლიო მოსახლეობის აქტიური მატებიდან გამომდინარე? რა საფრთხე ემუქრება კონკრეტულ ქვეყნებს და რა გადაჭრის გზებს უნდა მიმართოს ან მიმართავს მთავრობა კონკრეტულ ქვეყანაში არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად/ დემოგრაფიული პოლიტიკა.

·         რა პრობლემის წინაშე დგას დღეს მსოფლიო,აქტიური მიგრაციიდან გამომდინარე. რომელი რეგიონებია ყველაზე მეტად დატვირთული მიგრაციული კუთხით? რას უკავშირდება სტატუსები: დევნილი, ლტოლვილი.  და  რა კავშირი აქვს მიგრაციასთან ტრეფიკინგს.


·         იმ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამოკვეთა , რომელიც გამოწვეულია მოსახლეობის დინამიკით, არალეგალური მიგრაციით, ტვინების გადინებით. ასევე , სხვადასხვა  :დიასპორის,  რასის, ეთნიკური და რელიგიური დაჯგუფებების გადაადგილებით. ყოველივე ეს   როგორ აისახება მოსახლეონის ცხოვრების დონესა და ხარისხზე.
მასწავლებელი მნიშვნელოვან ტერმინებს წერს დაფაზე.

კითხვა-პასუხი
მინილექცია
საერთო საკლასო სამუშაო
პროექტორი, სლაიდი.
დაფა , ცარცი.
5 წთ
მოსწავლლები გაიხსენებენ წინა გაკვეთილებზე შესწავლილ ინფორმაციას, მოახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას.
3.
სიღრმისეული  წვდომა:
მოსწავლეები  მუშაობენ ჯგუფებში. ჯგუფური მუშაობის წესებს წინასწარ იცნობენ მოსწავლეები. თითოეულ  ჯგუფს მასწავლებელი აძლევს წერილობითი ფორმით სამუშაო პოსტულატებს.  ასევე განუმარტავს ინსტრუქციას. ჯგუფები მუშაობენ პრობლემურ საკითხებზე. მასწავლებელი უთითებს დაიხმარონ   სახელმძღვანელოში  მოცემული ინფორმაცია.  ჯგუფები ეცნობიან ტექსტებს. ამზადებენ  მოკლე  საპრეზენტაციო მასალას.
·         I  ჯგუფი_ დემოგრაფები
·         II ჯგუფი _ მიგრანტები
·         III  ჯგუფი _ ეკონომისტები და იურისტები
Ø  მასწავლებელი განუმარტავს ცხოვრების დონის და ხარისხის მნიშვნელობას, რადგან საკითხი დეტალურად ზედა საფეხურზე ისწავლება.
Ø  მუშაობის პროცესში მასწავლებელი ახდენს დროის მონიტორინგს .
ინფორმაციის მოძიება /დახარისხება
ჯგუფური სამუშაო
საწერი კალმები, თაბახის ფურცლები, სახელმძღვანელო, პედაგოგის მიერ ჩამოყალიბებული წერილობითი პოსტულატები
10წთ
პრობლემის გამოკვეთა , წარმოქმნის მიზეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობა.
4.
ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევარს.
პრეზენტაცია
ინდივიდუალური სმუშაო
თაბახის ფურცელი, რომელზეც განათავსა ჯგუფმა ნამუშევარი
15 წთ
პრეზენტაციის უნარის განვითარება
5.
რეფლექსია
ილუსტრაციის/ფოტოსურათის   ანალიზი.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ინდივიდუალურად სხვადასხვა სახის ფოტოებს, მსოფლიოს მოსახლეობის შესახებ.
ყველა სურათი ნაცნობი და თვალსაჩინოა. ასაკობრივი ჯგუფისთვის ადვილად აღსაქმელი. მოსწავლეებს ევალებათ ფოტოზე მოცემული ინფორმაციის ამოცნობა.
·         მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას: იღებს ერთ ფოტოს, აკეთებს ფოტოს ანალიზს და განათავსაბს იმ ფორმატზე რა ინფორმაციასაც შეესაბამება.


თვალსაჩინოების კითხვა
ინდივიდუალური სამუშაო
ფოტოსურათები,
1წთ
ინფორმაციის ანალიზის უნარის ჩამოყალიბება მოსწავლეებში
6.
ფოტოს ადგილის განსაზღვრა შესაბამის ფორმატზე და დამაგრება.
ასევე აუცილებელია ერთი წინადადებით დაასაბუთოს რა ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუსაბამა ფორმატს ილუსტრაცია
Ø  წინასწარ გაკრული აქვს კედელზე სამი ფორმატი თავისი წარწერებით:
პირველი: მოსახლეობის ცხოვრების დონე და ხარისხი.
მეორე: ტრეფიკინგი და იძულებითი მიგრაცია.
მესამე: მოსახლეობის სტრუქტურა, რასა, რელიგია, ეთნოსი, ლინგვისტიკა.
სივრცეში ორიენტირება
ინდივიდუალური სამუშაო
ფორმატის ფურცლები, თავისი წარწერებით
8 წთ
სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარება მოსწავლეებში
7.
აქტივობის შეჯამება
მინილექცია
საერთო საკლასო
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ილუსტრაცია
1წთ
დასკვნების გაკეთება
8.
შეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი უკუკავშირი, თვითშეფასება
ინდივიდუალური, ჯგუფური.
შეფასების სქემები
2წთ
მოსწავლის ფუნქციის განსაზღვრა საგაკვეთილო პროცესში
9.
საშიანო დავალების მიცემა/ ბოლოს მომხდარი ტრეფიკინგული ქმედებები.
ინფორმაციის მოძიება
ინდივიდუალური

1წთ
ინფორმაციის შევსება, ახალი ინფორმაციით. ინფორმაციის მოპოვების უნარის განვითარება.























დანართი 1.
ჯგუფში მუშაობის თვითშეფასება.
  თვითშეფასების დღიური


·          
მაგალითები, იმისა თუ როგორ დავეხმარე ჯგუფს დავალების შესრულებაში/ მოსწავლის როლი ჯგუფში
1.
2.
3.
·          
დავალებაზე მუშაობისას, ყველაზე მეტად მომეწონა...



























დანართი 2.
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა








მოსწავლის სახელი, გვარი
შეფასების კომპონენტები
პრობლემის გამოკვეთა
არგუმენტირებულად მსჯელობა
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
ორიგინალური აზრის ჩამოყალიბება
დროის დაცვა და  რაციონალურად გამოყენება
მოსწავლეთა ჩართულობა
ქცევის წესების დაცვა
ინფორმაციის ანალიზი
სივრცეში ორიენტირება
დასკვნების გამოტანა
ჯამი



1
2
2
4
5
6
7
8
9
10

1.













2.













3.













4.













5.













6.













7.













8.













9.













10.













11.













12.













13.













14.













15.













16.













17.













18.













19.













20.






























დანართი 3.
jgufuri muSaobis Sefasebis rubrika
jgufis yvela wevri CarTulia
(1qula)
ქულაjgufis muSaobaSi yvela wevri ar iRebs monawileobas

ქულა -  jgufis muSaobaSi CarTuloba maqsimaluria

jgufis wevrebi usmenen erTmaneTs
(2qula)
ქულაsmenis kultura ara aris daculi
ქულა - jgufis wevrebi usmenen erTmaneTs, Tumca yvelas awrs ar iTavlaliswineben
 ქულაjgufis yvela wevri usmens erTmaneTs da iziateben sxvadasxva poziciebs
jgufis wevrebi TanamSromloben(azris gamoxatvis Tanabari pirobebi)
(2 ქულა)
 ქულაjgufis wevrebs Soris araTanamSromluri garemoa
1 ქულა jgufids wevrebi afiqsireben poziciebs, ismens yvela, Tumca ar itvaliswineben yvela gamoTqmul azrs
ქულა -  jgufi muSaobs TanamSromlur garemoSi, yvela wevris ufleba Tanabaria
jgufi prezentaciisas  warmoadgens mTavar ideas, akeTebs daskvnebs
(2qula)
ქულაjgufi ver axerxebs mTavari ideis amicnobas, ver akeTebs daskvnebs
1 ქულაjgufi ayalibebs mTavar ideas, magram daskvnebis gakeTeba uWirs
2 ქულაjgufi mkafiod gamoxatavs mTavar ideas da akeTebs dasjvnebs, amyaebs argumentebiT
jgufi pasuxobs SekiTxvebs
(2qula)
ქულა-pasuxebi araadekvaturia
1 ქულა- jgufis pasuxebi adekvaturia umca ver axdens poziciis gamyarebas
ქულაpasuxebi adekvaturi da sainteresoa, gamdidrebulia sakuTari kreatiuli naazreviT
jgufi icavs drois limits
(1qula)
ქულაaraadekvaturad iyenebs dros
1 ქულა -  dro marTebuladaa gaTvlili da daculi




დანართი 4.

prezentacia
Sefasebis რუბრიკა




1.
pasuxobs saTaurs
2
2.
Semoifargleba konkretuli TemiT
1
3.
flobs auditorias (iyenebs mimikas, Jestikulacias, intonacias)
1
4.
saubrobs gamarTuli saliteraturo eniT da iyenebs Sesabamis mecnierul   terminologias
2
5.
iyenebs gansaxvavebul wyaroebs
1
6.
adarebs movlenebs, faqtebs, sagnebs
1
7.
iyenebs TvalsaCinoebas
1
8.
icavs drois limits
1










დანართი 5.
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმიდაბალისაშუალოკარგისაუკეთესო
პრეზენტაციის უნარი /ინდივიდუალური/ვერ მეტყველებსარ აქვს ლექსიკური მარაგიმეტყველებს მაგრამ უშვებს შეცდომებსმეტყველებსგამართულად,აქვს საკმარისი ლექსიკური მარაგი , მაგრამ უშვებს გრამატიკულ შეცდომებსმეტყველებსგამართულად,აქვს საკმარისი ლექსიკური მარაგი ,არ აქვს გრამატიკული შეცდომები
ჯგუფში მუშაობა და დროის ლიმიტინაკლებათ აქტიური ვერ იცავენ დროის ლიმიტსაქტიურიმაგრამ უჭირს ინფორმაციის გადმოცემა,ვერ იცავს დროის ლიმიტსაქტიურითანამშრომლობსჯგუფთანპატივს სცემენ ერთმანეთის აზრსაქვთ მეტნაკლები ხარვეზი ძალიან აქტიურითანამშრომლობენერთმანეთში იცავენ დროის ლიმიტს არ უჭირთ დასკვნების გაკეთება
დავალებასთან
შესაბამისობა დაორიგინალობა
არ შეუძლია დავალების შესრულება უჭირთ ინფორმაციის მნიშვნელობის გაგებაცდილობს დავალების გაგებას მაგრამ ამჟღავნებს უზუსტობას ესაჭიროება მითითებებიდამოუკიდებლადასრულებს დავალებასმაგრამ ავლენს ზედაპირულობასდიდი პასუხისმგებლობითეკიდება სამუშაოს ითვალისწინებს ყველა მითითებულ დავალებას და ასრულებს სრულყოფილად
მთლიანი შთაბეჭდილებამიზანი არ არის მიღწეულიმიზანი მიღწეულიადაბალ დონეზემიზანი მიღწეულიამოთხოვნა ზოგადად გათვალისწინებულიამიზანი სრულიად არის მიღწეული








ჩატარებული გაკვეთილის  რეფლექსია

გაკვეთილი  ჩავატარე  მე-8(1)კლასში.
  საგანი  : გეოგრაფია
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო
მიმართულება: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
თემა: მსოფლიო მოსახლეობა და მასთან დაკავშირებული დემოგრაფიული პრობლემები
გაკვეთილი  წარიმართა  წინასწარ  შედგენილი გაკვეთილის   გეგმის  შესაბამისად.
მიუხედავად თემის აქტუალობისა და მრავლისმომცველი ინფორმაციისა ყურადღება გავამახვილე სამ  მნიშვნელოვან მიმართულებაზე :1) მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობით გამოწვეული პრობლემები. 2) მოსახლეობის მექანიკური მოძრაობით გამოწვეული პრობლემები და 3) თითოეული გავლენა ქვეყნის  ეკონომიკის და სოციალურ სივრცეზე.

გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო :
·         მსოფლიო მოსახლეობის სწრაფ ბუნებრივ მატებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზების მოძიება.
·         მექანიკური მოძრაობით და მიგრაციით გამოწვეულ პრობლემებზე მსჯელობა.
·         მსჯელება,  თუ როგორ აისახება საზოგადოებაში მიმდინარე დემოგრაფიულ მდგომარეობა მოსახლეობის  ცხოვრების დონესა და ხარისხზე. დასკვენების გაკეთება.

გამოწვევის   ეტაპზე - გაკვეთილი  დავიწყე  გამოკითხვით  კითხვა- პასუხის  და  მინილექციით    მეთოდით.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს. გაიხსენეს მოსახლეობასთან დაკავშირებული დემოგრაფიული პარამეტრები : აღწერა, აღწარმოება, შობადობა, სიკვდილიანობა, ბუნებრივი ნამატი. მიგრაცია, მიგრაციის სალდო, დაბერება, დეპოპულაცია. დინამიკა და პროგნოზი.  საბოლოოდ მივედით საკვლევ პრობლემებამდე. გავაცანი ახალი მასალა, გამოვკვეთე მოსახლეობის მატებასთან დაკავშირებული პრობლემები, მიგრაციებთან დაკავშირებული პრობლემები, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ამავდროულად, მქონდა მომზადებული სლაიდზე დინამიკის ამსახველი ფოტოსურათები.
სიღრმისეული  წვდომის ეტაპზე-  მოვახდინე  ახალი ინფორმაციის სიღრმისეული განხილვა. ამისთვის კლასი დავყავი სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მივაწოდე წერილობითი ინსტრუქცია და  ინფორმაცია დასამუშავებლად. 1 დემოგრაფების ჯგუფი  2. მიგრანტების ჯგუფი და 3. ეკონომისტების და იურისტების ჯგუფი. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა შესაბამისი საკითხის პრეზენტავია. უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. გამოკვეთეს პრობლემები და იმსჯელეს გადაჭრის ღონისძიებებზე.
რეფლექსიის ეტაპზე_ გამოვიყენე სივრცეში ორიენტირების მეთოდი. ამისთვის გაკრული მქონდა წინასწარ სამი ფორმატი შესაბამისი წარწერებით.
პირველი: მოსახლეობის ცხოვრების დონე და ხარისხი.
მეორე: ტრეფიკინგი და იძულებითი მიგრაცია.
მესამე: მოსახლეობის სტრუქტურა, რასა, რელიგია, ეთნოსი, ლინგვისტიკა.
       მოსწავლეებს ინდივიდუალურად დავურიგე ფოტოსურათები. ( თითოეულს ორ-ორი სურათი) მათ მოახდინეს ინფორმაციის ამოცნობა ფოტოზე და განათავსეს შესაბამის ფორმატზე. მოიყვანეს თითო არგუმენტი თუ რატომ. ამით მოსწავლეებმა შექმნეს  ერთგვარი რესურსი_ შემდგომი პროექტებისთვის. ამ აქტივობით ნათლად დავინახე, რომ გაკვეთილის მიზნი მიღწეული იყო. მოსწავლეებმა  შეძლეს  მიწოდებული ინფორმაციის პრაქტიკული აღქმა. 
         მთელი გაკვეთილის მანძილზე ვცდილობდი მიმართულება მიმეცა მოსწავლეებისთვის , თანმიმდევრულად გაეკეთებინათ მიზეზ -შედეგობრივი კავშირები და დასკვნები.  ვცდილობდი, ასევე აქტიურად ჩამერთო ყველა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში. თითოეული  აქტივობა  დროში   იყო  გათვლილი. თუმცა, შეფასებისას არ მეყო დრო. გამოვიყენე განმსაზრვრელი  შეფასება და განმავითარებელი უკუკავშირი. დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხე ჯგუფში მუშაობის თვითშეფასების კითხვარის შევსება.
       თითოეულმა ჯგუფმა კარგად შეძლო საკვლევი პრობლემის შესახებ მსჯელობა, ამიტომ ვთვლი, რომ მივაღწიე დასახულ მიზანს.
      ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი შეესაბამება არჩეული სამოდელო გაკავეთილის მიმართულებას.
გაკვეთილი გეგმის მიზეხვით წარიმართა . არ დამჭირდა ცვლილებების შეტანა.
გაკვეთილის ხარვეზად მივიჩნევ შეფასების დროს დროის ფაქტორის გათვალისწინებას. განმეორებით  ჩატარების  შემთხვევაში  მეტ ყურადღებას დავუთმობდი შეფასების ეტაპს.


  





No comments:

Post a Comment