მირანდა ფორჩხიძე - საგანმანათლებლო ბლოგი/წამყვანი მასწავლებელი
Wednesday, February 23, 2022
Saturday, February 19, 2022
Monday, February 14, 2022
სეისმური პროცესები კავკასიაში
კავკასიის რეგიონი და საქართველო მოქცეულია, ალპურ_ჰიმალაური დანაოჭების ცენტრალურ ნაწილში. ეს არის ვრცელი ზოლი/ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს აქტიური სეისმური პროცესები. დანაოჭების დროს დედამიწის ქერქში ხდება დანალექი ქანების დეფორმაცია, რის შედეგად დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება გეოსინკლინები(ნაოჭები). პროცესი უშუალოდ მიმდინარეობს ისეთ ოროგრაფიულ ერთეულებში, როგორიცაა: დიდი კავკასიონი, მცირე კავკასიონი, ჯავახეთ-სომხეთის მთიანეთი და ა. შ. უფრო მეტიც, საქართველოს ტერიტორია მოქცეულია აფრიკა_ არაბეთის და რუსეთის ბაქნების მაქსიმალური მიახლოების/შეჭყლეტვის ზონაში. ამიტომ, არ უნდა გვიკვირდეს და არ უნდა ვსვამდეთ შეკითხვას _ რატომ ხდება მიწისძვრა? ან როდის არის მოსალოდნელი?
პასუხი: ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ წამს. ეს არ ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ვერ შევაჩერებთ. არ არის მართვადი, ხელოვნური და პროგნოზირებადი.
მსგავსი ბიძგი შესაძლებელია ხელოვნურად წარმოიქმნას ერთჯერადად და არა განმეორებად პროცესად ატომური ბომბების გამოცდის შემდგომ.
Sunday, February 13, 2022
Subscribe to:
Posts (Atom)