სამოდელო გაკვეთილის გეგმა/სტიქიური მოვლენები საქართველოში


                                                            სამოდელო  გაკვეთილის გეგმა
საგანი: გეოგრაფია
მასწავლებლის სახელი, გვარი: მირანდა ფორჩხიძე
სკოლა: შპს „ოქროს აკვანი“ კერძო სკოლა
სწავლების საფეხური/კლასი: IX
მოსწავლეთა რაოდენობა:15
თემა: რელიეფთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენები და მისი პრევენციის გზები.
გაკვეთილის მნიშვნელობა/თემის აქტუალობა:
თემა აქტუალურია რადგან, მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი სტიქიური მოვლენები. მათი გააქტიურება, განსაკუთრებით ბოლო 15 წლის მანძილზე. აქტუალური და მსჯელობის საკითხია სტიქიური მოვლენებით  შექმნილი პრობლემები. სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის არამარტო ბუნებას და ინფრასტრუქტურას, არამედ მას წლის განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
მიზანი:  საქართველოსთვის აქტუალური გარემოსდაცვით პრობლემებს გამოყოფა. ინფორმაციას შეგროვება და  მსჯელობ საქართველოს ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე (მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა). მსჯელობა გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;
აღწერსაქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის კატასტროფულ ხასიათის შესახებ.  ვარაუდობს გამოთქმა  მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს შესახებ;
ესგ-ს სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
დრო და სივრცე
გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათს ადგილ, მოვლენა და პროცეს; შეადგს თემატურ რუკებ.
გარემო და ეკონომიკა
გეო.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს და აანალიზს საქართველოს ბუნებრივ პირობებ.

გეო.IX.4. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს საქართველოს ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტები მათ სამეურნეო გამოყენებას.

გეო.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების  წარმოქმნის ბუნებრივ და ანთროპოგენურ წყაროებ.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს შორის და მსჯელობს მათ გავრცელებაზე (მაგ.: საქართველოს რელიეფის ფორმებს და ჰავის თავისებურებებს უკავშირებს ჰიდროგრაფიული ქსელის ჩამოყალიბება-გავრცელებას); ამ მაჩვენებლების მიხედვით ადარებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს;
  • აგროვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელო, მასმედია და სხვა), მსჯელობს საქართველოს ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე (მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა), გარემოსდაცვით პრობლემებზე  და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;
  • ეცნობა მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით პრობლემებს, გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.
·       აღწერს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს; კლასის წინაშე წარმოადგენს კვლევის შედეგებს;
·       ჩამოთვლის საქართველოში მომუშავე ბუნებისდაცვით ორგანიზაციებს და ეცნობა მათი მუშაობის სტრატეგიებს; შეუძლია საჭიროებისამებრ მათ მიმართოს;
·       თანატოლებთან ერთად ადგენს და შეძლებისდაგვარად ახორციელებს გარემოსდაცვით მარტივ პროექტებს (მიზანი, ამოცანები, გადაჭრის გზები, მოსალოდნელი შედეგები);

შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი (დანართი:შეფასების სქემები)
წინარე  ცოდნა: მოსწავლემ უნდა იცოდეს თითოეული სტიქიური მოვლენის აღწერა განმარტება.ასევე უნდა ფლობდეს ინფორმაციას მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
რესურსები: დაფა, ცარცი, საწერი კალმები,  სახელმძღვანელო. თაბახის ფურცლები, ფორმატის ფურცელი, მარკერები, ვიდეომასალა, დავალების ინსტრუქციები, საქართველოს ფიზიკური და ტერიტორიულ_ადმინისტრაციული  რუკები.

აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს   მისაღწევი შედეგი
1.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დასწრების აღრიცხვა, გაკვეთილის თემის, მიზნის და აქტუალობის გაცნობა. შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

მინილექცია
საერთო საკლასო სამუშაო
საწერი კალამი, ჟურნალი, შეფასების სქემები.
2წთ

მოსწავლეთა ინფორმირება
2.
წინარე ცოდნის გააქტიურება , მოსწავლეები კითხვების ( რომელ სტიქიურ მოვლენებს იცნობთ? რა არის მეწყერი? როგორ წარმოიქმნება და სად? რა არის ღვარცოფი ? როგორ წარმოიქმნება და სად? რა არის ზვავი, კლდეზვავი? რა იწვევს თითოეულის წარმოქმნას)
აჩვენებს ვიდეოს, რომლის საშუალებით იხსენებენ რელიეფთან დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენებს.
მასწავლებელი ახდენს პრობლემური საკვანძო საკითხების გამოკვეთას :
·         რა პრობლემის წინაშე დგას დღეს კონკრეტული რეგიონები მეწყერთან, ღვარცოფთან, ზვავთაბ და კლდეზვავთან დაკავშირებით? რა ღონისძიებებს მიმართავს მთავრობა რეგიონში  არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად. სტიქიების პრევენციის გზები.

v  მასწავლებელი მნიშვნელოვან ტერმინებს წერს ფორმატზე

კითხვა-პასუხი
მინილექცია
საერთო საკლასო სამუშაო
პროექტორი, ფოროსურათები, ვიდეომასალა.
ფორმატის ფურცელი, მარკერები.
10 წთ
მოსწავლლები გაიხსენებენ შესწავლილ ინფორმაციას, მოახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას.
3.
სიღრმისეული  წვდომა:
მოსწავლეები  მუშაობენ ჯგუფებში. ჯგუფური მუშაობის წესებს წინასწარ იცნობენ მოსწავლეები. თითოეულ  ჯგუფს მასწავლებელი სახელმძღვანელოში არსებულ ილუსტრაციებს/ რუკებს სტიქიების გავრცების საშიში რეგიონები.   ასევე განუმარტავს ინსტრუქციას. ჯგუფები მუშაობენ პრობლემურ საკითხებზე. მასწავლებელი უთითებს დაიხმარონ   სახელმძღვანელოში  მოცემული ინფორმაცია.  ჯგუფები ეცნობიან ტექსტებს. ამზადებენ  მოკლე  საპრეზენტაციო მასალას.
Ø  I  ჯგუფი_ საქართველოს მეწყერსაშიში რაიონები
Ø  II ჯგუფი _ საქართველოს ღვარცოფსაშიში რაიონები
Ø  III  ჯგუფი _ საქართველოს ზვავსაშიში ზონები და კლდეზვავის გავრცელების არეალები

ინფორმაციის მოძიება /დახარისხება
ჯგუფური სამუშაო
საწერი კალმები, თაბახის ფურცლები, სახელმძღვანელო, პედაგოგის მიერ ჩამოყალიბებული ინცტრუქცია
10წთ
პრობლემის გამოკვეთა , წარმოქმნის მიზეზებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობა.
4.
ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევარს.
პრეზენტაცია
ინდივიდუალური სამუშაო
თაბახის ფურცელი, რომელზეც განათავსა ჯგუფმა ნამუშევარი
5წთ
პრეზენტაციის უნარის განვითარება
5.
ვიდეოს ჩვენება/ ანალიზი.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეომასალას მდინარე ვერეს ხეობაში კლდეზვავის ჩამოწოლის და ღვარცოფის წარმოქმნის  შესახებ.
ვიდეო ნაცნობი და თვალსაჩინოა. ასაკობრივი ჯგუფისთვის ადვილად აღსაქმელი. მოსწავლეები აკეთებენ ინფორმაციის ანალიზს.


თვალსაჩინოების კითხვა
საერთო საკლასო სამუშაო
პროექტორი, ვიდეომასალა
5წთ
ინფორმაციის ანალიზის უნარის ჩამოყალიბება მოსწავლეებში
6.
მიღებული ინფორმაციის განმტკიცება/მსგავსი ფაქტების და მაგალითების მოყვანა ( შოვის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ღვარცოფული მოვლენები .მდ. ნენსკრას ხეობაში წარმოქმნიული ღვარცოფი. დარიალის ხეობაში წარმოქმნილი ღვარცოფი და კლდეზვავი. მდინარე ცხენისწყლის ღვარცოფული მოვლენები. მყინვარ დევდორაკის ჩამოშლა. მდინარე დურუჯის ღვარცოფული მოვლენები).
მინილექცია/სივრცეში ორიენტირება
ინდივიდუალური სამუშაო
ვიდეომასალები
8 წთ
სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარება მოსწავლეებში
7.
სტიქიური მოვლენების პრევენციის გზების დადგენა/ საწინააღმდეგო ღონისძიებების მოძიება.

v  მასწავლებელი პრევენციულ ღონისძიებებს წერს ფორმატზე.
მინილექცია/სივრცეში ორიენტირება
საერთო საკლასო
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ილუსტრაცია
2წთ
დასკვნების გაკეთება
8.
შეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი უკუკავშირი, თვითშეფასება
ინდივიდუალური, ჯგუფური.
შეფასების სქემები
2წთ
მოსწავლის ფუნქციის განსაზღვრა საგაკვეთილო პროცესში
9.
საშიანო დავალების მიცემა/ ბოლოს მომხდარი სტიქიური მოვლენა და მისგან მიღებული ზარალის მოძიება.
ინფორმაციის მოძიება
ინდივიდუალური

1წთ
ინფორმაციის შევსება, ახალი ინფორმაციით. ინფორმაციის მოპოვების უნარის განვითარება.






 განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა









მოსწავლის სახელი, გვარი
შეფასების კომპონენტები
პრობლემის გამოკვეთა
არგუმენტირებულად მსჯელობა
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
ორიგინალური აზრის ჩამოყალიბება
დროის დაცვა და  რაციონალურად გამოყენება
მოსწავლეთა ჩართულობა
ქცევის წესების დაცვა
ინფორმაციის ანალიზი
სივრცეში ორიენტირება
დასკვნების გამოტანა
ჯამი



1
2
2
4
5
6
7
8
9
10

1.













2.













3.













4.













5.













6.













7.













8.













9.













10.













11.













12.













13.













14.













15.













16.













17.













18.













19.













20.






















 განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი დაბალი საშუალო კარგი საუკეთესო
პრეზენტაციის უნარი /ინდივიდუალური/ ვერ მეტყველებს, არ აქვს ლექსიკური მარაგი მეტყველებს მაგრამ უშვებს შეცდომებს მეტყველებს გამართულად,აქვს საკმარისი ლექსიკური მარაგი , მაგრამ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს მეტყველებს გამართულად,აქვს საკმარისი ლექსიკური მარაგი ,არ აქვს გრამატიკული შეცდომები
ჯგუფში მუშაობა და დროის ლიმიტი ნაკლებათ აქტიურია, ვერ იცავ დროის ლიმიტს აქტიური, მაგრამ უჭირს ინფორმაციის გადმოცემა,ვერ იცავს დროის ლიმიტს აქტიური, თანამშრომლობს ჯგუფთან, პატივს სცემ სხვის აზრს, აქვ მეტნაკლები ხარვეზი  ძალიან აქტიური, თანამშრომლობ ჯგუფში, იცავდროის ლიმიტს , არ უჭირ დასკვნების გაკეთება
დავალებასთან
შესაბამისობა დაორიგინალობა
არ შეუძლია დავალების შესრულება,უჭირ ინფორმაციის მნიშვნელობის გაგება. ცდილობს დავალების გაგებას მაგრამ ამჟღავნებს უზუსტობას ესაჭიროება მითითებები დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას, მაგრამ ავლენს ზედაპირულობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სამუშაოს ითვალისწინებს ყველა მითითებულ დავალებას და ასრულებს სრულყოფილად
მთლიანი შთაბეჭდილება მიზანი არ არის მიღწეული მიზანი მიღწეულია დაბალ დონეზე მიზანი მიღწეულია მოთხოვნა ზოგადად გათვალისწინებულია მიზანი სრულიად არის მიღწეული





 ჩატარებული გაკვეთილის  რეფლექსია

გაკვეთილი  ჩავატარე  მე-9(1)კლასში.
  საგანი  : გეოგრაფია
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო
მიმართულება: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
თემა: რელიეფთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენები და მისი პრევენციის გზები
გაკვეთილი  წარიმართა  წინასწარ  შედგენილი გაკვეთილის   გეგმის  შესაბამისად.
 თემის აქტუალობიდან გამომდინარე ყურადღება გავამახვილე იმ სტიქიურ მოვლენებზე ( მეწყერი, ღავრცოფი, ზვავი და კლდეზვავი), რომელთა განმეორებადობა მეტი სიხშირით ვლინდება  საქართველოს რეგიონებში.
გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო :
·         საქართველოსთვის აქტუალური გარემოსდაცვით პრობლემების გამოყოფა. ინფორმაციას შეგროვება და  მსჯელობ საქართველოს ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე (მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა). მსჯელობა გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე;
·         საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის კატასტროფულ ხასიათის აღწერა .  ვარაუდ გამოთქმა  მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებ შესახებ;

გაკვეთილი  დავიწყე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით. მოსწავლეებს გავაცანი შეფასების კრიტერიუმები და  გაკვეთილის მიზნები. 
გამოწვევის   ეტაპზე გამოვიყენე  კითხვა- პასუხის  და  მინილექციით    მეთოდი. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენე სტიქიური მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, კითხვა პასუხის რეჯიმში გაიხსენეს რა იწვევს თითოეულ სტიქიურ პროცესს: მიწისძვრას, მეწყერს, ღვარცოფს, კლდეზვავს, ზვავს. გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი სტიქიური მოვლენები და  ამ მოვლენებისგან წარმოქმნილი პრობლემები. პარალელურ რეჟიმში მნიშვნელოვანი ტერმინები ჩამოვწერე ფორმატზე. სიღრმისეული მსჯელობის მიზნით მოსწავლეები ვამუშავე ჯგუფებში ილუსტრაციებზე. ილუსტრაციები მოცემულია სახელმძრვანელოში. ჯგუფებმა წარმომიდგინეს  საქართველოს მეწყერსაშიში, ღვარცოფსაშიში და ზვავსაშიში რეგიონები. ფაქტების განმტკიცების მიზნით ვაჩვენე ვიდეომასალა მდინარე ვერეს 2015 წლის 13 ივნისის ღვარცოფული მოვლენის წარმოქმნის და გავრცელების არეალების შესახებ. მოსწავლეებმა იმსჯელეს და გააკეთეს დასკვნა წარმოქმნილი პრობლემისა და ზარალის შესახებ.  მოვიყვანე რამდენიმე მსგავსი მოვლენის მაგალითები, რომლებმაც ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დააყენა ცალკეული რეგიონები.
     რეფლექსიის ეტაპზე_ გამოვიყენე სივრცეში ორიენტირების მეთოდი.
 სტიქიური მოვლენების  პრევენციის მიზნით მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით მოახდინეს სივრცეში ორიენტირება .  ჩამოაყალიბეს თითოეული სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ნუსხა, სხვადასხვა საშუალებები და თავდაცვის მექანიზმების ყველა შესაძლო ვარიანტი. ამით თავი მოუყარეთ თემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.  ღონისძიებები პარალელურად ჩამოვწერე ფორმატის ფურცელზე.
         მთელი გაკვეთილის მანძილზე მიმართულებას ვაძლევდი  მოსწავლეებს, თანმიმდევრულად გააკეთეს მიზეზ -შედეგობრივი კავშირები და დასკვნები.  თითქმის ყველა  მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. თითოეული  აქტივობა  იყო  გათვლილი დროში.   თუმცა, ვერ მოვახდინე სრულყოფილად განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება. გამოვიყენე განმსაზღვრელი შეფასება შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
       თითოეულმა ჯგუფმა შეძლო საკვლევი პრობლემის შესახებ მსჯელობა,  ვთვლი, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე .  ჩემი აზრით, ჩატარებული გაკვეთილი სრულად შეესაბამება არჩეული სამოდელო გაკავეთილის მიმართულებას. არ დამჭირდა ცვლილებების შეტანა გეგმაში .
გაკვეთილის ხარვეზად მივიჩნევ განმავითრებელი შეფასების დროს არასრულ უკუკავშირს.  განმეორებით  ჩატარების  შემთხვევაში  გავითვალისწინებ აღნიღნულ ხარვეზს.




































No comments:

Post a Comment